დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მოქალაქის დაკავების კანონიერების გამოძიებას სახალხო დამცველი ითხოვს
2014/12/24 13:18:28

2014 წლის 6 აგვისტოს ნ.ქ. ქუთაისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკევეს და 6 საათის განმავლობაში ხელბორკილდადებული საპატრულო პოლიციის მანქანაში ჰყავდათ განთავსებული.


მოქალაქე ნ.ქ.-ს განმარტებით, იგი 2014 წლის 6 აგვისტოს 16.00 საათზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისში დააკავეს და განუცხადეს, რომ არსებობდა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. დაკავებისთანავე დაადეს ხელბორკილები და ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში. ნ.ქ.–ს მტკიცებით, დაკავებიდან ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარებამდე იგი 6 საათი ხელბორკილით იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის მანქანაში. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქე ნ.ქ.–ს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. იგი ადმინისტრაციული დაკავებიდან 23:15 საათზე  გაათავისუფლეს.


მართალია, ნ.ქ.–ს ადმინისტრაციული დაკავება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 12 საათიან ვადას არ აღემატებოდა, მაგრამ დაკავებული 6 საათის განმავლობაში არ წარუდგენიათ გამოკვლევაზე, რაც არაგონივრულად დიდი დროა საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლით დაცული ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისთვის.


დაკავების ოქმის თანახმად, მოქალაქე ნ.ქ.–ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია, ასევე არაფერია მითითებული მისი გაქცევის მცდელობის, საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ზიანის მიყენების თაობაზე. გარდა აღნიშნული გარემოებებისა, ხელბორკილის გამოყენებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი დასაშვებად აცხადებს დაკავებულის ბადრაგირებისას, თუმცა ნ.ქ.–ს განცხადებით, ის ხელბორკილებით იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამსახურის შენობის ეზოში მაშინ, როცა მისი ბადრაგირება არ ხორციელდებოდა. შესაბამისად, არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძველი ნ.ქ.–ს მიმართ ხელბორკილის გამოყენებისთვის. 

 

2014 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, მოქალაქე ნ.ქ.–ს ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაარღვიეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება და სამსახურებრივი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულეს.

 

წყარო: http://ombudsman.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია