დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/21 14:27:53

ქართული ჟურნალისტიკის დღე, ქუთაისის მმშ შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ ქუთაისელ ჟურნალისტებს მიულოცეს და პროფესიული წინსვლა უსურვეს.

ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ჟურნალისტებს უმასპინძლეს და პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

ქუთაისის მმშ შოთა მურღულიას განცხადებით, ქალაქში წარმოდგენილი მედია საშულებით ყველა თემა აქტიურად შუქდება, მისივე განცხადებით, ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. ჟურნალისტებთან ტანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილმაც. მეფარიშვილის განცხადებით, მედიის სიძლიერე მათი სიძლიერეა და  ამიტომ მედიის წარმომადგენლებთან ღია ურთიერთობა აქვთ.

 

ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, დღეს ღონისძიება გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაშიც, სადაც ჟურნალისტებს უმასპინძლებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია