დემოკრატიული ჩართულობის ცენტში, ინფორმაციის და კონსულტაციის ცენტრის „ახალი გზის“ ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „წამალდამოკიდებულება და მასთან ასოცირებული ინფექციური დაავადებები“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მონათესავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ტუბ-დისპანსერის სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ისაუბრეს აივ-შიდსის, ტუბერკულოზის და სხვა სახის დაავადებების პრევენციაზე.
„ჩვენი მიზანია, ინფორმაცია გავავრცელოთ და მოვახდინოთ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა,“ – განაცხადა ახალი გზის ქუთაისის კოორდინატორმა ზაზა ქარჩხაძემ.
ორგანიზაია „ახალი გზა“ 2009 წლიდან ახორციელებს ქუთაისში აივ-ინფექციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას თემით დანტერესებული ადამიანებსათვის.