დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვერდიქტი
მერაბიშვილის განაჩენი
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/17 21:09:19

დღეს გამართულ სასამარლო პროცესს ვანო მერაბიშვილი არ ესწრებოდა. 



მერაბიშვილისთვის წარდგენილ ბრალდებებში ცვლილებები მოხდა. მერაბიშვილის საბოლოო სასჯელი მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ შემდეგნაირად განსაზღვრა: ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 160- მუხლით, რაც ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 



182-
მუხლით, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს, ერთ-ერთ ეპიზოდზე თავისუფლების 10 წლით აღკვეთა შეეფარდა. გაფლანგვის კიდევ ერთ ეპიზოდში კი - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. 164- პრიმა მუხლით კი, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს, მერაბიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 



გაფლანგვის ეპიზოდში მისჯილმა ყველაზე დიდმა სასჯელმა, რაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, შთანთქა დანარჩენი ბრალდებები და მერაბიშვილს საბოლოო ჯამში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მუხლს შეეხო ამნისტია და სასჯელი განახევრდა, რის შედეგადაც საბოლოო სასჯელად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. 

 


რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, საბრალდებო მუხლები დაუკვალიფიცირდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა დაკვალიფიცირებული მუხლების შედეგად, მისი დანაშაული ნაკლებად მძიმე დანაშაულად მიიჩნია მოსამართლემ და შეუფარდა 52 ათასი ლარის გადახდა. თუმცა ბრალდების წარდგენისას ერთდღიანი პატიმრობის გამო, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჭიაბერაშვილს 2 000 ლარი მოეხსნა და დაეკისრა 50 ათასი ლარის გადახდა. 


ჭიაბერაშვილს გადახდილი აქვს 20 ათასლარიანი გირაო, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე უკან დაუბრუნდება. ბრალდებულის მხარის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, სასამართლომ დღეს არასწორი განაჩენი გამოიტანა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება

ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში. ხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება, რადგან სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა ყველა ის ფაქტი, რაც მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაცვის მხარეს ჰქონდა. მართალია, ჩვენ დიდი იმედი არ გვაქვს გასაჩივრების შემთხვევაში, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება გამოტანილი, თუმცა ამისთვის ყველა ინსტანციას გამოვიყენებთ,“ - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რალდების მხარე ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალის კვალიფიკაციის შეცვლას გაასაჩივრებს. როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ჭიაბერაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, არამედ სამსახურებრივ გულგრილობას, რაც განაჩენის ჩაბარების შემდეგ, მოტივაციის მიხედვით, გასაჩივრდება. 



რა შეეხება ვანო მერაბიშვილის განაჩენს, საქმის პროკურორი ამბობს, რომ ბრალდების მხარე ასეთ შედეგს ელოდა. 
"
ჩვენ ამას ველოდებოდით გამომდინარე იქიდან, რომ მერაბიშვილთან დაკავშირებით წარდგენილი იყო ძალიან ბევრი და მყარი მტკიცებულებები. ეს იყო კვალიფიციურად გამოძიებული საქმე, სასამართლოში პროცესი შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მიმდინარეობდა და სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულბების საფუძველზე გამოიტანა", - განაცხადა პროკურორმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ორივე ეპიზოდში, როგორც დასაქმების - ანუ ამომრჩეველთა მოსყიდვის ეპიზოდში და აგარაკზე შეჭრის ეპიზიდშიც სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო". 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2457
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია