დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს 274 ბინა გადაეცემათ
2020/10/19 00:26:00

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში, ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ.

 

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ ასეთ მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი  აღარ იმყოფებოდეს. 

 

უახლოეს მომავალში, ქუთაისში,  ახალაშენებულ კორპუსებში  274 ბინა  ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 503
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია