დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ციტრუსის სეზონისთვის საწარმოები სრულ მზადყოფნაშია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/10/31 19:13:32

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ,,ნარინჯსფერი რთველის“ საკოორდინაციო შტაბის გახსნის შემდეგ, რეგიონში მოქმედი ციტრუსის მიმღები და გადამამუშავებელი საწარმოები მოინახულეს.


ოთარ დანელიამ და  არჩილ ხაბაძემ  ციტრუსის მიმღები, დამხარისხებელ-შემფუთავი  ახალი საწარმო  შპს ,,აგოინვესტსერვისი“ დაათვალიერეს. საწარმომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 240 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო და  საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზებით აღიჭურვა.

 

კომპანიამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ,,საქართველოს სასოფლო-სამეურნეო“ წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის“ (REAP) ფარგლებში,  მიღებული 138,600 აშშ დოლარის ოდენობის გრანტით შეიძინა სორტირების ხაზი პარაფინირების მოწყობილობით, ასევე ორი ცალი 1,5 ტონიანი და ერთი ცალი 1 ტონიანი ელექტრო დამტვირთავი სასაწყობე მეურნეობაში დასატვირთი სამუშაოების წარმოებისთვის. თანამედროვე დანადგარების საშუალებით, შპს ,,აგოინვესტსერვისს“  პროდუქციის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფის შესაძლებლობა ექნება.

 

 მანდარინის სორტირებისა და პარაფინირების ხაზი შეამცირებს ხილის დაზიანებას და გაზრდის პროდუქციის  შენახვის ვადას.  აღნიშნულ საწარმოს, 24 საათის განმავლობაში  150 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხების და პარაფინირების  საშუალება ექნება.  საწარმოში ციტრუსის დახარისხება ევროსტანდარტების მიხედვით  - პალეტებად შეკრულ 15 კგ-იანი ტევადობის  ყუთებში მოხდება. მიმდინარე წლის ციტრუსისი სეზონზე საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს 5 000 ტონაზე მეტ   ციტრუსს, რომელიც ექსპორტზე უკრაინის, ბელორუსიის და ბალტიისპირეთის  ბაზარებზე გავა.  შპს ,,აგოინვესტსერვისს“  გააჩნია სამაცივრე მეურნეობაც, სადაც შესაძლებელია 500 ტონა სხვადასხვა სახის ხილ–ბოსტნეულის შენახვა.  საწარმოში 70-მდე ადამიანია დასაქმებული.  

 

დღესვე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთში ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმო შპს  ,,TCF  GEORGIA’’     და  არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა „Giam group“ მოინახულეს. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, ყველა საწარმო  სრულ მზადყოფნაშია და შესაბამისად,  ციტრუსის რეალიზება და საწარმოებში ჩაბარება  მოსახლეობას  შეუფერხებლად შეეძლება.

 

ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმო შპს ,,TCF  GEORGIA’’     საწარმოს 24 საათის განმავლობაში  100 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხება და პარაფინირება შეუძლია. წლევანდელ  სეზონზე საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს 15000 ტონა ციტრუსს,  რომელიც რუსეთის, უკრაინის და შუა აზიის ბაზარზე იქნბა ექსპორტირებული. საწარმოში ციტრუსის შეფუთვა ხორციელდება პალეტებად შეკრულ 12–16 კილოგრამი ტევადობის ხის ანათალის, პლასტმასისა და გოფრირებულ მუყაოს  ყუთებში. საწარმო  დღე-ღამეში 250 000 ათას ყუთს აწარმოებს.   წელს, საწარმოს დაგეგმილი აქვს  5 000 ტონა  არასტანდარტულ მანდარინს მიღება. საწარმოში  500-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.   კომპანია ფერმერებისგან არასტანდარტულ მანდარინს    20 თეთრად ჩაიბარებს.   აქედან   10 თეთრს,  კომპანიას  მთავრობა დაუსუბსიდირებს.   შპს ,,TCF  GEORGIA’’   აქვს სამაცივრე მეურნეობაც, სადაც შესაძლებელია 3000 ტონა  ციტრუსისა და სხვადასხვა სახის ხილბოსტნეულის შენახვა.


ოთარ დანელიამ და არჩილ ხაბაძემ ქობულეთში,  ციტრუსის საკონსერვო ქარხანა „Giam group“ დაათვალიერეს და საწარმოში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. მიმდინარე წელს საკონსერვიო ქარხანა 15 000  ტონა არასტანდარტული მანდარინს მიიღებას გეგმავსწარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, საიდანაც დამზადდება წვენირომელის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.  დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანა იაპონიაში, ჰოლანდიასა და ისრაელშისაკონსერვო ქარხანა არასტანდარტულ მანდარინს 20 თეთრად შეისყიდის, საიდანაც  10 თეთრს,  სუბსიდიის სახით სახელმწიფო დაუფინანსებს.  ციტრუსის საკონსერვო ქარხანში „Giam group“  100-მდე ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებულია.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია