დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკონომი(კ)ა
ქუთაისში გამოცხადებულ ტენდერებზე მიღებული ეკონომია 7 მილიონ ლარზე მეტია (ვიდეო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/15 11:59:49

რატომ გამოუცხადეს შემსრულებლებმა ტენდერებს ბოიკოტი  ქუთაისში?


ქუთაისის მერიის კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურების უფროსებმა, ქუთაისის ვიცე-მერთან ერთად, მუშაობის 10-თვიანი ანგარიში შეაჯამეს. მათი განცხადებით, დადის ჭორები იმის შესახებ, რომ რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყიფილი 10 მილიონი ლარის ათვისება ვერ ხდება.

 

შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემრულებლის, ზურაბ გაბიძაშვილის თქმით, 2013 წელს გამოცხადებული ტენდერები, წინა წლებთან შედარებით, 40 ერთეულით მეტია. მიმდინარე წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით, 247 ტენდერი გამოცხადდა, აქედან 221-ზე დადებულია ხელშეკრულება, 6 ტენდერზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება, ხოლო 22 ტენდერი ნოემბრის ბოლომდე ჩატარების პროცესშია. 2012 წელთან შედარებით, დღევანდელი მდგომარეობით, გამოცხადებულ ტენდერებზე მიღებული ეკონომია 427 პროცენტით მეტია, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში 5 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 2 მილიონი ლარია დაზოგილი, სულ დაზოგილია 7 364 488 ლარი.

 

ქუთაისის ვიცე-მერმა, თენგიზ თოფურიძემ  იმ პრობლემებზე ისაუბრა, რამაც ტენდერების დაგვიანება გამოიწვია. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული ბლოკის ახალი ხელმძღვანელი პირები მუშაობას ივლისის თვეში შეუდგნენ. ამ დროისათვის კი მომზადებული მხოლოდ 35-მდე ქუჩის პროექტი იყო.

 

„პირველსავე კვირაში გამოვაცხადეთ საპროექტო კონკურსი. მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო პირობები გამარტივებული იყო, საპროექტო ორგანიზაციები კონკურსზე არ შემოვიდნენ, რამაც გამოიწვია საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს იყო ბოიკოტი. ტენდერების პირობები არ არის მორგებული ერთ კონკრეტულ მომწოდებელზე, არამედ გათვალისწინებულია რეალურ შემსრულებელზე. ჩვენ მოვითხოვთ ყოველკვირეულ გეგმა-გრაფიკებს, რომლის დარღვევის შემთხვევაში შემსრულებლების მიმართ გამოიყენება საჯარიმო სანქციაები. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყიფილი 16 მილიონი ლარის უდიდესი ნაწილი წლის ბოლომდე ათვისებული იქნება.“– აცხადებს თენგიზ თოფურიძე. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია