დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პირველებმა“ ანბანი გააცილეს
2015/06/01 15:37:15

2015 წლის 20 მაისს სსიპ ქ. ქუთაისის 26-ე საჯარო სკოლაში  პირველი კლასის მოსწავლეებმა  - „პირველებმა“ ითამაშეს მიუზიკლი „მხიარული გაკვეთილები“, რომელიც მიეძღვნა ანბანის გაცილებას.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელისო მამასახლისმა და ინგლისური ენის მასწავლებელმა  შარლოტა გეგეჭკორმა მოსწავლეებთან ერთად გაითამაშეს ქართულისა და ინგლისური ენის გაკვეთილები. შესრულდა 17   საბავშვო სიმღერა და ცეკვა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ასევე გათამაშდა  ზღაპრები  „კომბლე“  და „სამი გოჭი“,  რომლებიც წარმოდგენილი იყო სახეცვლილი, სინთეზური ვარიანტით. ზეიმი დასრულდა ეროვნული მოძრაობის ინსცენირებით, ხოლო  საფინალო ნომერში, სიმღერა „we are the world „პირველებთან“ ერთად შეასრულეს სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა.  ღონისძიების ბოლოს ბავშვებს დაურიგდათ პირველკლასელთა გამოსაშვები ალბომები.

 

 ზღაპარში „კომბლე“ მონაწილეობდნენ:  კომბლე - ლადიკო ფხაკაძე,  ცხვრები - ნინი და მარიამ გოგიაშვილები, მგელი - ლუკა ნემსიწვერიძე, მელა – ნათია კვახაძე,  დათვი - დათო ხვიბლიანი, ძმობილი - ამიკო ტურაბელიძე.

 

ზღაპარში „სამი გოჭი“ მონაწილეობდნენ: მგელი - ლუკა ნემსიწვერიძე,  დედა ღორი - ანანო სადილიანი, მაგარა - გიორგი ბიწკინაშვილი, გვიანა - მარიამ მანაგაძე, თბილანა - ბარბარე მაღლაფერიძე, მშიანა - ამირან სახელაშვილი, მცივანა - ინა ბანძელაძე.

 

N26 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო უგლავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია