დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბენეფიციარების საჩუქარი ცენტრის თანამშრომლებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/10 20:56:49

ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 36 წელია, რაც არსებობს. მასშტაბურობის და რეფორმების თვალსაზრისით, იგი საქართველოში ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც დაახლოებით 600-ზე მეტ პაციენტზეა გათვლილი და სადაც 500-მდე თანამშრომელი მუშაობს.

უკვე რვა წელია, რაც ცენტრში ფსიქიატრიული სამედიცინო მოდელის მკურნალობას ჩაეყარა საფუძველი, რაც გულისხმობს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მოთოდებით დ ხელოვნებითი თერაპიების მიმდინარეობებით პაციენტთა მკურნალობას. აღნიშნული მკურნალობის შედეგებს, როგორც საკუთარი შრომის პროდუქციას, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები იმ მიზეზით აჩვენებენ საზოგადოებას, რომ მათ შორის არსებული განსხვავება დაიმსხვრეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცენტრის ბენეფიციართა კონცერტი, რომელიც მათ ფსიქაიტრთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრის მედპერსონალს მიუძღვნეს.

სიმღერა, ცეკვა, პოეზია-ამ რეპერტუარით გაჯერებული დაახლოებით ერთ საათიანი კონცერტის მნახველი რწმუნდება, რომ ადამიანებს შორის განსხვავებები არ არსებობს. ცენტრის დარბაზში ასევე წარმოდგენილი იყო პაცინტთა ხელნაკეთი ნივთები და ნახატები, წარმოდგენილ ფერთა გამაში კარგად ჩანს ბენეფიციართა სამყარო.

ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და ბენეფიციარები ერთობლივი შემოქმედებით შეეცადნენ   საზოგადოებამდე მიეტანათ დევიზი  „ჩვენ ვაღიარებთ განსხვავებულს, აღიარეთ თქვენც“, რაც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია საზოგადოებაში არსებული სტიგმების და კომპლექსების დასაძლევად და საზოგადოების გამოსაფხიზლებლად აღიარონ ამ ადამიანების უფლებები და შესაძლებლობები.

„ ეს ადამიანები, რომლებიც  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გადიან მკურნალობას, არაფრით განსხვავდებიან იმ საზოგადოებისგან, სადაც მათ უწევთ ყოფნა. ამ კონცერტით კიდევ ერთხელ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ჩვენი ბენეფიციარები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და მათაც ძალუძთ თავიანთი ნიჭიერების  და ადამიანური გრძნობების წარმოჩენა. ადამიანები ვერ ხედავენ მათ შესაძლებლობებს, მათ სიყვარულს და რაც მთავარია მათ პიროვნებებს“-აღნიშნა ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ, რომლებმაც ცენტრის მედპერსონალს ფსიქიატრიის საერთაშორის დღე მიულოცა და დამსახურებულ თანამშრომლებს, რომლებიც დღიდან ცენტრი დაარსებისა ცენტრში მუშაობენ ფულადი პრემიები გადასცა.

„და ასე გზაში დავრჩით ორნი,

შუბლით მიბჯენილ გათოშილ მინას...“

ამ ფრაზით დაასრულა საკუთარი ლექსი ცენტრის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა და იქ მყოფ საზოგადოებას ხიდჩატეხილობის ის  პრობლემა დაანახა , რაც საზოგადობასა და ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანთა შორის არსებობს და რომლის დაძლევას შესაძლებელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია