დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
"არა, თინა ხიდაშელო, ჩემო მაჟორიტარო, არ გამოვა ჩვენზე ექსპერიმენტები, არა ვართ "კროლიკები!"
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/11/16 15:43:25

psnews.ge- გუშინ გამოაქვეყნა მასალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინააღმდეგ  მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლის გაცნობის შემდეგ ,,ქართული ოცნებისსაარჩევნო შტაბის ერთ-ერთი წევრის, ეროვნული ფორუმელის, ალექსანდრე მეზვრიშვილის, კომენტარი ჩავწერეთ, თინა ხიდაშელის თანაშემწის, ნათია ქობალიას განცხადებასთან დაკავშირებით.

 

ალექსანდრე მეზვრიშვილი: ,,რაც შეეხება თანაშემწის ბრალდებას, თანამდებობა კაცს უნდოდეს – ეს ნორმალურია, ძუძუმწოვარა ლოლაძეს თუ უნდა, საგარეჯოელ "აბორიგენ" ხალხს (ღირსეულს) არ ეკუთვნის? (მე ნაღდად არ მინდა, იციან მათ). ნუ აპელირებენ ეგენი მაგ თემით, ნურც იმით, რომ თითქოს ნაცმოს ხროვა ვართ! ძალიან უბადრუკი არგუმენტებია, ეგენი დაინახავენ, რა ძალა ვართ! თინა ხიდაშელის ამბიციებს არ უნდა ემსხერპლოს გარეჯელი ხალხი.

მე საგარეჯოს პატრიოტი ვარ, მეზვრიშვილი ვარ და საგარეჯოს ინტილიგენცია ჩვენს გვერდით დგას, ,,კოალიცია ქართული ოცნების" გვერდით! თინა ხიდაშელის და მისი "მარჯვენა ხელის", ნათია ქობალიას გადასაწყვეტი არ არის, ამ რაიონში "მესემიჩკე" რომელ ტროტუარზე დაჯდება, გავყინე ინვესტიციებიო! აშიმშილებ ხალხს? გაყინე რა, სანფრანცისკოდან გიგზავნის პაპაშენი? არა, თინა ხიდაშელო, ჩემო მაჟორიტარო, არ გამოვა ჩვენზე ექსპერიმენტები, არა ვართ "კროლიკები", ამას გაიგებ მალე, მერე, როცა "დაჯდები", "ვლასტის" ვნებებში, მადლობას გვეტყვი! გვეტყვი და მოინანიებ! მეორედაც აგირჩევთ, არა?! მოგიწევს შენი სურვილით "დასროჩნად" წასვლა!“

 

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს გამგებლის დასაცავად თინა ხიდაშელის თანაშემწემ, ნათია ქობალიამ აღნიშნა, რომ ლოლაძის მოწინააღმდეგეები ის ადამიანები არიან, რომლებმაც თანამდებობები ვერ მიიღესო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3655
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია