დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო არჩევნები 2013
ქუთაისელი ახალგაზრდები ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/04 19:54:12

დღეს „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ოფისში ქუთაისელი ახალგაზრდები შეიკრიბნენ. მათი მიზანია, შეუერთდნენ მოძრაობას: „ახალგაზრდები ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად“.

ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელია მაგდა ლექვინაძე, რომელმაც „psnews.ge-ს თან საუბრისას განაცხადა : „ახალგაზრდული მოძრაობა მეგობრების და თანამოაზრეების გაერთიანებაა, რომელიც ოფიციალურად არ  რეგისტრირდება და არც პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს. ნინო ბურჯანაძის საარჩევნო სლოგანებმა სამართლიანობის აღდგენის, სოციალური უთანასწორობის, განათლების სფეროში არსებული პრობლემების დაძლევის კუთხით გამოხმაურება ჰპოვეს ახალგაზრდებში და სწორედ ამიტომ შევუერთდით ახალგაზრდების არაპარტიულ მოძრაობას ბურჯანაძის მხარდასაჭერად."

ორგანიზაციის წევრების გაცხადებით,  „ვითარება, რომელიც წინასაარჩევნოდ შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, რთული და დამაფიქრებელია. ასეთ სიტუაციაში გვერდზე გადგომა მოქალაქეობრივი გულგრილობაა და უფრო მეტიც, დანაშაულია. ახალგაზრდობისთვის მითუმეტეს, ამიტომ თუ გვინდა უკეთეს საქართველოში ცხოვრება გავაგრძელოთ, თავად უნდა მივიღოთ მონაწილეობა მის შექმნაში,"-განაცხადეს ორგანიზაციის წევრებმა.

 

მოძრაობის დამფუძნებელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს „ნინო ბურჯანაძის ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზის“ ხელმძღვანელმა ომარ კიკვიძემ და „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა" ქუთაისის შტაბის უფროსმა ივლიანე ნაჭყებიამ. შეგახსენებთ, რომ „ნინო ბურჯანაძის ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზი“  გასულ კვირას დაფუძნდა ქუთაისში .

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია