დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
8 რჩევა, რომელიც ნებისმიერი უცხო ენის შესწავლას გაგიმარტივებთ
2015/03/15 09:49:29

უცხო ენის შესწავლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რომელიც რესურსებსა და დროს მოითხოვს. თუმცა ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, რომ ენის შესწავლისთვის ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდეთ. ეს რჩევები თითქოს  ყველასთვის ნაცნობია და ბევრი უგულვებელყოფს, თუმცა კვლევები გვიჩვენებს, რომ თუ ამ მარტივ წესებს მივყვებით, ენის შესწავლის პროცესი გაცილებით ადვილი და სასიამოვნოც იქნება. ასე რომ გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ოქროს რჩევები და შედეგი გარანტირებული გექნებათ.

  1. შეარჩიე შესწავლის მეთოდი

პირველ რიგში უნდა გადაწყვიტო რა მეთოდით გსურს სწავლა, რადგან უამრავი მეთოდი არსებობს. ზოგი უცხო ენას სწავლობს სიტყვების დაზეპირებით, ზოგი აუდიო მასალებით, ზოგსაც ახალი სიტყვების წერით სწავლა ურჩევნია.

დაფიქრდი რომელი უფრო გიადვილდება, არჩევას კი შემდეგი ხერხებით მოახერხებ:

  • ამოარჩიე სიტყვები და რამდენიმეჯერ წაიკითხე. თუ ეს სიტყვები მეორე დღეს გემახსოვრება ე.ი. მხედველობითი მახსოვრობა უფრო კარგი გაქვს.
  • თუ ასე არ გამოგივიდა, მაშინ სიტყვები ვინმეს ხმამაღლა წააკითხე და თუ მეორე დღეს გემახსოვრება, ე.ი. კარგი სმენითი მახსოვრობა გაქვს.
  • თუ ესეც არ გამოვა, მაშინ მესამე მეთოდი გამოიყენე. წაიკითხე და დაწერე ორი სიტყვა, გაიმეორე ისინი ხმამაღლა, წააკითხე ვინმეს და ისე მოისმინე.

თუ ამ მეთოდიდან არცერთი არ ჭრის, მაშინ გაიხსენე რა მეთოდით გიადვილდებოდა მანამდე უცხო ენის შესწავლა.

  1. დაიწყეთ სწავლა ელემენტარულიდან

ენის ეფექტურად შესასწავლად საჭიროა რომ სწავლა ელემენტარულიდან ანუ ასოებიდან დაიწყოთ. ივარჯიშოთ მის ანბანზე, განსაკუთრებით თუ ეს თქვენი ენისგან განსხვავებული დამწერლობისაა, რათა კარგად ისწავლოთ ასოები.

ასოების ეფექტურად დასამახსოვრებლად შეგიძლია თითოეული მათგანი დაუკაშირო რაიმე ბგერას, სურათს,

როცა უცხო სიტყვა შეგხვდებათ, მოძებნეთ ის ლექსიკონში, აუცილებლად ჩასვით წინადადებაში და ისე დაიმახსოვრეთ. ასე ხერხი გაგიმარტივებთ ენის შესწავლის პროცესს. ზოგ შემთხვევაში კარგია თუ სურათებიან ლექსიკონს გამოიყენებთ.

  1. ისწავლეთ სიტყვების წარმოთქმა

იმ შემთხვევაშიც კი თუ ზოგიერთი ენის დამწერლობა ერთმანეთს ემთხვევა, მათი წარმოთქმა სხვადასხვანაირად ხდება. ამიტომაც გამოიყენეთ აუდიოფაილები და ახალი სიტყვები ისწავლეთ მათი წარმოთქმით. ასევე კარგია თუ ფიქრს იმ ენაზე დაიწყებ, რომელსაც სწავლობ.

  1. მიაქციეთ ყურადღება გრამატიკას.

თუ გსურს რომ უცხო ენაზე გასაგებად ისაუბრო, ელემენტარული გრამატიკის ცოდნა აუცილებელია. ალბათ, ყველამ იცით, რომ თუ წინადადება გრამატიკულად სწორად არ დავალაგეთ, ხშირ შემთხვევაში სრულიად გაუგებარი იქნება თუ რას ვამბობთ, ან შესაძლოა სულაც ის ვთქვათ რისი თქმაც არ გვინდა.

ასე რომ ელემენტარული გრამატიკა, როგორიც არის წინადადების წყობა, დროები და ინტონაციები, აუცილებლად უნდა იცოდე.

  1. ახალი სიტყების ყოველდღე

ყოველდღიურად შეისწავლე 30 ახალი სიტყვა და ფრაზები. ამ ტემპით სულ რაღაც 90 დღეში უკვე ენაში არსებული ლექსიკის დაახლოებით 80% გეცოდინება. სწავლა სწავლა დაიწყეთ ყველაზე გავრცელებული სიტყვებით.

ცალკე პრობლემაა როგორ ახერხებთ სიტყვების დამახსოვრებას. ამისათვის გირჩევთ ასე მოიქცეთ:

  • გამოწერე სიტყვები რამდენიმეჯერ, რაც დაგეხმარება როგორც სიტყვის დამახსოვრებაში ასევე მისი სპელინგის სწავლაშიც;
  • ჩასვით სიტყვა სხვადასხვა წინადადებაში. ამ ხერხით უფრო ადვილად დაიმახსოვრებთ სიტყვას და სიტუაციებშიც უფრო ადვილად გაგახსენდებათ;
  • ხშირად გადაიმეორე ნასწავლი სიტყვები, რადგან პრაქტიკის გარეშე ისინი მალე დაგავიწყდება.
  1. მოსმენით სწავლა.

ალბათ, ყველამ იცის რომ ფილმების ყურება და მუსიკის მოსმენა გვეხმარება ენის შესწავლაში, თუმცა მხოლოდ მოსმენა არ კმარა. საჭიროა, რომ მოსმენის შემდეგ სიტყვები და წინადადებები გაიმეოროთ. სპეციალისტები გვირჩევენ რომ ეს ყველაზე კარგი გზაა სიტყვების აღსაქმელად და დასამახსოვრებლად.

მოუსმინეთ ენის გაკვეთილებს და აუდიო წიგნებს. უყურეთ ტელეგადაცემებსა და ფილმებს სუბტიტრებით. მოუსმინეთ მუსიკას იმ ენაზე, რომელსაც სწავლობთ და ეცადეთ მისი ტექსტი გაშიფროთ.

ყოველივე ეს  დაგეხმარებათ სიტყვების გაცნობიერებასა და უკეთ დამახსოვრებაში.

  1. დაიწყეთ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა უცხო ენაზე.

რა თქმა უნდა, თავდაპირველად უნდა შეარჩიოთ ადვილად გასაგები ლიტერატურა. ნუ გამოიყენებთ ლექსიკონს და შეეცადეთ თავად ლოგიკურად გამოიტანოთ აზრი წაკითხულიდან.

შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენი საყვარელი წიგნი, რომელიც უკვე წაკითხული გაქვთ  მშობლიურ ენაზე და თქვენთვის კარგად არის ნაცნობი. ასევე შეგიძლიათ იკითხოთ ჟურნალ-გაზეთებში თქვენთვის საინტერესო რუბრიკები.

  1. კონტაქტი უცხოელებთან

ენის სწავლისთვის ყველაზე კარგი პრაქტიკაა ამ ენაზე მოსაუბრესთან კოტაქტი. თუ ასეთს არავის იცნობთ, არც ესაა პრობლემა. მარტივად შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდეთ, გაიცნოთ ვინმე და ასე გაიწაფოთ ენა.

და ბოლოს მთავარი. არ მოგერიდოს არავისი და ისაუბრე თავისუფლად. თამამად გამოიყენე შენი დაგროვილი ცოდნა. მიეცი უფლება თანამოსუბრეებს გაგისწორონ შეცდომები. ნუ შეგრცხვებათ იმის რომ ენას კარგად ვერ ფლობთ. გახსოვდეთ, რომ პრაქტიკის გარეშე კარგად ვერასოდეს ისაუბრებთ.

 

წყარო: http://studinfo.edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია