დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების სამინისტრომ სამოქალაქო განათლების პროექტის შედეგები შეაჯამა
2013/04/16 19:01:52

დემოკრატია იწყება შენით!” პროექტის დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის დირექტორმა ჯანან ათილგანმა, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროების წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული 1,8 მილიონ ევროიანი პროექტის “დემოკრატია იწყება შენით!” შედეგები შეაფასეს.

პროექტის “დემოკრატია იწყება შენით!“ ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონისა და უმცირესობებით დასახლებული რაიონების ასობით მასწავლებელმა მომზადება სამოქალაქო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიით სწავლებაში გაიარა. ათასობით მე-11 კლასის მოსწავლეს შესაძლებლობა ჰქონდა  დემოკრატია საკუთარ თავზე გამოეცადა.

პროექტის განმხორციელებლების - გერმანიის კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის, ჰოლანდიის ედუარდო ფრაის ფონდის, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სწავლების სკოლების ინიციატივითა და ხელშეწყობით საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდები  აქტიური მოქალაქეობის მთავარი ღირებულებების იდეის ქვეშ გაერთიანდნენ. პროექტის შედეგად სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაცია  და სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტი შეიქმნა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია