დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური მედიის ტრენინგი ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს
2015/01/21 18:12:50

2015 წლის 21 იანვარს, სამოქალაქო  განათლების პროგრამის  „მომავლის თაობა“ ფარგლებში,  სოციალური მედიის კოოდინატორმა მარიამ ქველიაშვილმა სოციალური მედიის საკითხებთან დაკავშირებით ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ტრენინგი ჩაუტარა.

 

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, სოციალური მედიის შესახებ ცოდნის მიღება და უნარ–ჩვევების განვითარება, რაც სამომავლოდ ხელსშეუწყობს ახალგაზრდებმა გაიაზრონ, სხვადასხვა პრობლემების ადვოკატირებისას  სოციალური მედიის როლი.

ტრენინგზე დრო დაეთმო პრაქტიკულ სამუშაოებს, მონაწილეებმა დაარეგისტრირეს ბლოგები და მიიღეს ინსტრუქციები მათ მართვასთან დაკავშირებით, მათთვის თვალსაჩინო გახდა ვებ–გვერდის და სხვადასხვა ვიდეო და აუდიო არხების (Wordpress, Youtube, Vimeo, Soundcloud,Twitter, Gmail, Flickr, Facebook ) მართვა. ტრენინგს ესწრებოდა 38 მოსწავლე.

 

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“  ხორციელდება  ორგანიზაცია PH International  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)) დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

 

 

ქგგდც

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2563
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია