დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნება ქუთაისიდან დაიწყო
2013/07/13 21:58:43

დღეს მთავარმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩამორთმეული ავტომანქანები უკვე დაუბრუნა სამ მესაკუთრეს. შესაბამისი პროცესი ქუთაისიდან დაიწყო. მესაკუთრეებს თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასაღები ქუთაისის საოლქო პროკურორმა გადასცა.
"სატრანსპორტო საშუალებების ჩამორთმევის საქმეებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა მიუხედავად ამ ადამიანების არაერთი მოთხოვნისა, სატრანსპორტო საშუალებების დაბრუნების გადაწყვეტა ჭიანურდებოდა და ამოღებული ავტომანქანები გადაეცემოდა სახელმწიფოს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაწყებული გამოძიება წყდება და ამოღებული მანქანები უბრუნდებათ მეპატრონეებს", - განაცხადა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ ქუთაისის საოლქო პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე. 


ავტომფლობელებმა დაბრუნებული მანქანების გამო პროკურატურას მადლობა გადაუხადეს.

„მადლობელი ვარ, რომ პროკურატურამ წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ავტომანქანა დამიბრუნა, რისი იმდეიც აღარ მქონდა“-აღნიშნა ავტომფლობელმა კობა საკანდელიძემ.

პაიჭაძისავე თქმით, პროკურატურა იმ ავტომანქანებს აბრუნებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში არაა გადაცემული.

„მადლობელი ვარ, რომ პროკურატურამ წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ავტომანქანა დამიბრუნა“-აღნიშნა ავტომფლობელმა კობა საკანდელიძემ.
"იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაბრუნების უფლებამოსილება, რომლებიც უკვე გადაცემულია სახელმწიფოსთვის, პროკურატურას არ გააჩნია", - აღნიშნა პაიჭაძემ.
გარდა ქუთაისისა,  შესაბამისი პროცესი აჭარაში, ბათუმის საოლქო პროკურატურაში, შემდეგ კი რუსთავის პროკურატურაში გაიმართა და ეს პროცესი ქვეყნის ყველა ტერიტორიულ ორგანოში გაგრძელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია