დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბუნების წინააღმდეგ
,,ვუდ ექსპორტმა“ ბუნებას 191 701, 25 ლარის ზიანი მიაყენა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/09/13 21:53:12

 ჭიათურის მუნიციპალიტეტში ,,ვუდ ექსპორტი“ სანიტარული ჭრის ლიცენზიით 500 ჰექტარზე მეტ ფართობზე წარმოებული კანონდარღვევებითი საქმიანობის გამო დაჯარიმდება.

 ტყის სანიტარული ჭრის პირობების დარღვევის გამო უკვე ორჯერ ჩატარდა მონოტორინგი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ, კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალურმა სამსახურმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართვის საპასუხოდ #15-02/330 მიმართვა სულხან მახათაძის სახელზე გამოაგზავნა, რომელშიც ვკითხულობთ:

 ,,სამსახურში შემოვიდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან გადმოგზავნილი თქვენი 25.06.2013 წლის #1823 მომართვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. გეზრულის, სვერის, თვალუეთისა და ცხრუკვეთის მოსახლეობის განცხადების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია შპს ,,ვუდ ექსპორტის“ მიერ ხე-ტყის მოპოვების პროცესში არსებული დარღვევების შესახებ.

 განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2011 წელს შპს ,,ვუდ ექსპორტზე“ გაცემულია ხე-ტყის სპეციალური ლიცენზია #1000011 (ბრძანება #13/462) და #1000013 (ბრძანება #13/463) ჭიათურის სატყეო უბნის გეზრულის სატყეოში წაბლის ჯიშის ხე-ტყის დამზადების მიზნით 5 წლის ვადით.

 სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს ,,ვუდ ექსპორტის“ მიერ აღნიშნული ლიცენზიებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შესწავლა, რომლის დროსაც გამოვლინდა პირობების დარღვევისა და ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები, რამაც გარემოს მიაყენა 191 701, 25 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა ჭიათურის რაიონულ პროკურორს ბატონ ზვიად ჩხიკვაძეს.“

 

 ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ეტაპზეა საკითხის მოკვლევა პროკურატურის მხრიდან. სავარაუდოდ, ,,ვუდ ექსპორტი“ მაქსიმალურად არის დაინტერესებული იმით, რომ სასამართლო პროცესი არ დაინიშნოს მიმდინარე წლის ნოემბრამდე, რათა სამეწარმეო საქმიანობაში ხელი არ შეეშალოს. კომპანიას ტყის ჭრის უფლება 2013 წლის ნოემბერში უწყდება და შემდგომი სამი წლის განმავლობაში კი გატყიანებასა და ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს, რაც ზემოიმერეთის ტყეებს  არ ეტყობა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია