დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რესპუბლიკელი ნატო ქათამაძე თავის ამომრჩევლებს: "მაზოხისტები ყოფილხართ და მე ვეღარაფერს გიშველით!"
2016/10/11 16:25:56

რესპუბლიკელი მაჟორიტარობის კანდიდატი ნატო ქათამაძე სოციალურ ქსელში საჯარო პოსტს აქვეყნებს, სადაც ქალაქის მერიას "ნაციონალების" გამარჯვებას ულოცავს, ხოლო თავის ამომრჩევლებს დანანებით ეუბნება: "მაზოხისტები ყოფილხართ და მე ვეღარაფერს გიშველით!"

გთავაზობთ სრულად მის სახალხო მიმართვას

 

"ქუთაისის მერიას "ნაციონალების" გამარჯვებას ულოცავსნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას გილოცავთ ქ.ქუთაისის მერია (Shota Murgulia), საკრებულო (უმრავლესობის ყველა წევრს) და ქუთაისის „ქართული ოცნება“, თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ნაციონალები „გაგეცოცხლებინათ“...

 

თქვენ, მთელი 4 თვე, ხმალამოღებული მებრძოდით მე, საკრებულოს სხდომებსა თუ სხვადასხვა საჯარო სივრცეში ... გამიჩერეთ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჩემს ოლქში იყო დაგეგმილი... მთელი ადმინისტრაციული რესურსი და „სახელმწიფო მანქანა“ გამოიყენეთ ჩემს წინააღმდეგ... კარგად იმუშავეთ ჩემს „ჩაძირვაზე“ და მიიღეთ ის, რომ თავად ხართ ყელამდე ნეხვში ... გ(ი)ლოცავთ...


ყოჩაღ, მასე გააგრძელეთ... და როცა, მე-2 ტურში, აკაკი ბობოხიძე მოგიგებთ მაჟორიტარულ არჩევნებს, აი მაშინ დაინახავს პარტია „ქართული ოცნება“ რა ბედოვლათი ადგილობრივი ხელისუფლება ჰყავს და ალბათ, მაშინ მაინც "მოგეკითხებათ"...

 

ამჟამად არაფერს ვწერ ნაციონალებსა და ბობოხიძეზე, დასაწერი ბევრია, „მეშინია“ რამე არ „გამომრჩეს“ ( 9 წელი მათი ოპოზია ვიყავი, "გასახსენებელი" ბევრი მაქვს) და ამის შესახებ შემდეგ... ახლა ერთს ვეტყვი ნაციონალებსა და აკაკი ბობოხიძეს : ’’„მასე გააგრძელეთ“ ქუთაისელი „მეოცნებეები“ მეტის ღირსები არიან...

 

რაც შეეხება N48 ოლქის (გამარჯვება, ძელქვიანი, უქიმერიონი, გუმათჰესის) ამომრჩევლებს: --კარგად შეინახეთ, არჩევნების დროს აღებული თანხები, (რა მნიშვნელობა აქვს ვისგან აიღეთ) , როცა მოგშივდებათ, შეგცივდებათ, სამართალს ვერსად ნახავთ, ხელისუფლების ლანძღვას დაიწყებთ და ჩემთან მოხვალთ დასახმარებლად, მაშინ გადმოიღეთ ეგ ფული, შეათვალიერეთ და კვლავ შეინახეთ...4 წელი უნდა "იკმაროთ"... ხელისუფლების „გახსენება“ ხშიდად მოგიწევთ... მაზოხისტები ყოფილხართ და მე ვეღარაფერს გიშველით..."

 

ნატო ქათამაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 28683
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია