დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩამოვა თუ არა კაკა კალაძის გასაცილებლად?
2013/05/22 21:46:03

კახა კალაძის გასაცილებელი მატჩი „დინამო არენაზე" 31 მაისს, 20:30 საათზე დაიწყება. მატჩისთვის ბილეთები „დინამო არენასა" და მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში დღეიდან იყიდება. ფასი 5, 7 და 10 ლარია.

მატჩის ორგანიზატორის, დავით მუჯირის ინფორმაციით, ცნობილია იტალიის „მილანის" შემადგენლობა: ვალერიო ფიორი, სებასტიანო როსი, როკე ჟუნიორი, პაოლო მალდინი, ჯანლუკა ძამბროტა, იაპ სტამი, მასიმო ოდო, დარიო შიმიჩი, რუი კოშტა, მატიე ფლამინი, იბრაჰიმ ბა, კრისტიან ვიერი, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი.

როგორც მუჯირმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა,  ეს არ არის საბოლოო შემადგენლობა, თუმცა არსებითი ცვლილება შემადგენლობაში არ მოხდება.

მისივე თქმით, მატჩისთვის შეიძლება ჩამოვიდეს კაკაც, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, გამოიძახებენ თუ არა მას ბრაზილიის ნაკრებში. მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზად იყო სამუელ ეტო, მაგრამ კლუბში თამაშის გამო იგი თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

„რაც შეეხება კალაძის  მეგობრების გუნდს: უნდი იქნება ინტერნაციონალური და მასში, ქართველი ფეხბურთელების გარდა, სხვა ეროვნების ფეხბურთელებიც ითამაშებენ. „მილანის" მწვრთნელები იქნებიან კარლო ანჩელოტი და ჩეზარე მალდინი. რაც შეეხება კალაძის გუნდს, ალექსანდრე ჩივაძე და ფათიჰ თერიმი უხელმძღვანელებენ", - აღნიშნა მუჯირმა.

კახა კალაძის გასაცილებელი მატჩისთვის თბილისში მაღალი რანგის ოფიციალურ დელეგაციებსაც ელოდებიან. დაგეგმილია ბერა ივანიშვილის კონცერტი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია