დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს
2015/07/10 10:58:52

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს. ინცინდენტი უეფას ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრისას მოხდა, „გაბალა“ თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა.

 

თავდაპირველად ერთიანი აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, მის შემადგენლობაში კი რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. საქართველოს დროშას კი ცეცხლი შეხვედრის 78-ე წუთზე წაუკიდეს. ამ მომენტში სტადიონზე უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა ამ ფაქტს მათი მხრიდან რეაგირება არ მოყოლია.

 

მატჩის დასრულების შემდეგ კი ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს. კლუბში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ უეფასაც აცნობეს. 

 

მატჩი „გაბალას“ გამარჯვებით: 2:0 დამთავრდა. ორივე მატჩის ჯამის გათვალისწინებით (3:2) თბილისის „დინამო“ ევროტურნირს დაემშვიდობა.

 

წყარო; http://rustavi2.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია