დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჯარისკაცის მამა“ მესხიშვილის თეატრში
2013/05/16 13:14:48

მას შემდეგ, რაც  მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული ქართული ფილმი „ჯარისკაცის მამა“ ეკრანებზე გამოვიდა,  ათეული წლები გავიდა. დღეს კი  ფილმის ფერადი ვესიის პრემიერა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა. ფილმის ფერადი ვესრია 2012 წელს შეიქმნა.

პრემიერას ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძე ესწრებოდა. საღამოს მხარდამჭერი ქუთაისის მერია გახლდათ.

პრემიერაზე მოწვეული იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, კადეტთა კორპუსის კურსანტები,  საზოგადო და სახელმწიფო მოხელეები.

„ჯარისკაცის მამის“ შემქმნელი, ახალგაზრდა კადეტების მიერ სიმბოლურად შექმნილი დერეფანით, თეატრში ქართული ჰანგებით და აპლოდისმენტებით შეაცილეს.

ორი საათის მანძილზე თეატრის გადაჭედილი დარბაზი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს მრავალჯერ ნანახ ფილმს და ემოციებს ვერ მალავდა.

ავთანდილ სახამბერიძე, მსახიობი: „სათაყვანებელი ფილმი და სათაყვანებელი რეჟისორი. რაც შეეხება სერგო ზაქარიაძეს, ის ჩემთვის არის არტისტის და პიროვნების სიმბოლო. თავისთავად, შავ-თეთრი ვერსია ძალიან მომწონდა, მაგრა ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდა ფერადი ვერსია. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება, ბატონ რეზოსთან ერთად გვენახა ფილმი. უნდა აღვნიშნო, რომ მართლაც კარგი ნამუშევარია.“

გუბაზ სანიკიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი: „რეზო ჩხეიძე საამაყოა არამხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ, ორივენი ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის წარმომადგენლები ვართ. დიდებული საღამოა, რამოდენიმე დღის წინ ვიზეიმეთ 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. დღეს კი იმ ფილმის ფერადი ვერსია, რომელიც მთელი ჩვენი ბავშვობაა. უკვე მესამე თაობა იზრდება ამ ფილმზე, ვფიქრობ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომზე მსგავსი ფილმი არ გადაღებულა, ის დიდი საკაცობრიო იდეალები, რაც ფილმში დევს, არის შედევრი ყველა ხალხისა და ყველა დროების. ეს არის ბატონი რეზოს გენიალობა, რომ მის ფილმს დრო და სივრცე არ აქვს. ყოველთვის, როდესაც ბატონ რეზოს ვეხვევი, მგონია, რომ მამაჩემის სურნელი ასდის და ორმაგად ძვირფასია ჩემთვის.“

პრემიერის დასასრულს მაესტრომ თეატრში მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და განვლილი ცხოვრების დეტალები გაიხსენა.

ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ეკრანზე გამოვა  რეზო ჩხეიძის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმი, რომელშიც რეჟისორის ქუთაისში ცხოვრების პერიოდიც მოხვდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1908
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია