დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართულ კულტურას დუბლინის გემების ფესტივალზე 100 ათასი ადამიანი გაეცნო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/08 19:43:08

  ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხალხმრავალი გემების ფესტივალი 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა და საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი შეხვდა ქალაქ დუბლინის მერს - ლორდ ოიშინ ქუინსა და ირლანდიის ტრანსპორტის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრ ლეო ვარადკარს. შეხვედრაზე ფოთისა და დუბლინის პორტების სამომავლო დამეგობრების საკითხზე ისაუბრეს.


დუბლინში მასპინძელ ქვეყანას - საქართველოს   ეროვნული კულტურის მრავალფეროვნების წარმოჩენის საშუალება მიეცა.  მოეწყო ტრადიციული ხალხური რეწვის გამოფენა - კერამიკა, ნაქარგობა, ჭედურობა, სამუზეუმო მინაბაძები, ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრა და სხვა.


ფესტივალზე დამსწრე ათიათასობით სტუმარს ქართველმა ოსტატებმა  ადგილზე უჩვენეს თუ როგორ მზადდება ქართული თიხის ქოთნი, ბატიკა, თექა, მინანქარი და სხვა.

გემების ფესტივალის ფარგლებში, ასევე მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია და ყველის გამოფენა.


ფესტივალზე საქართველოს კულტურის წარმოსაჩენად სპეციალურად დაუთმეს  XIX  საუკუნის დანიური ფრეგატი, რომელიც მთლიანად ქართული ჰერალდიუკური ნიმუშებით, მათ შორის ვახტანგ VI-სა და დავით აღმაშენებლის დროშებით იყო გაფორმებული.


 ფესტივალზე ევროპელი მაყურებლის წინაშე დიდი წარმატებით წარსდგნენ ანსამბლები: სუხიშვილები“, „რუსთავი, ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“.


კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა ხელოვნების სასახლის კოლექციების გამოფენები.

 

პროგრამის ფარგლებში აჩვენეს თინთან გურჩიანის ფილმი „მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს.“

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფესტივალს დაესწრო და ქართულ კულტურას გაეცნო 

100 000-ზე მეტი მაყურებელი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2364
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია