დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა 140 წლისაა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/16 14:20:55

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეციერო ბიბლიოთეკა 1873 წელს, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ანტონ ლორთქიფანიძის მიერ დაარსდა.  დაარსების დღიდან ბიბლიოთეკა ქუთაისის მოაზროვნე საზოგადოების თავშესაყარ ადგილად იქცა. შენობა, რომელშიც დღეს ბიბლიოთეკა არის განთავსებული, მას  1934 წელს გადაეცა.

ილია ჭავწავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკას წელს დაარსებიდან 140 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკაში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება, რომელშიც ქართველ მეცნიერებტან  ერთად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მეცნიერებიც იღებენ მონაწილეობას. კონფერენციის თემაა „ ბიბლიოთეკათმცოდნეობა და ქართველოლოგია“.კონფერენცია ტრადიციად დამკვიდრდა და  ბიბლიოთეკაში წელს მეხუთედ იმართება. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გამოიცემა სამეცნიერო კრებული „წელიწდეული“. წელს ბიბლიოთეკა, ასევე საიუბილეო გაზეთი გამოსცა, რომელშიც დეტალურად არის მოთხრობილი ბიბლიოთეკის 140 წლიანი ისტორია და პრობლემები.

შენობის მესამე სართული ავარიულ მდგომარეობაშია, საყრდენი კედელი და ჭერი გადაუდებელ რეკონსტრუქციას საჭიროებენ. ასევე მინიონიანი წიგნადი ფონდის ბიბლიოთეკაში განთავსება ვერ ხერხდება, პრობლემებია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის მხრივაც, რაც თანამედროვე ეპოქაში ბიბლიოთეკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 18:00 საათზე ღონისძიება გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია