დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოწამეთის რეაბილიტაცია დაიწყო
2009/07/28 13:33:43

მოწამეთის სამონასტრო კომპლექსში  ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარეობს კომპლექსის მთავარი ტაძრის გადახურვა, სამრეკლოს გუმბათის ხის მოშლილი და ძველი კონსტრუქციების ახლით შეცვლა, გამაგრება და კარნიზების განახლება.  
სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის მიერ ხორციელდება.  
ქუთაისის ღირშესანიშნავ ადგილებს შორის, გელათის სამონასტრო კომპლექსისა და ბაგრატის ტაძრის შემდეგ, მოწამეთის სამონასტრო კომპლექსი ლიდერობს  და წლის განმავლობაში უამრავ ადგილობრივ და  უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. ტურისტების დაინტერესება ძეგლის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას მოითხოვს.   
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით,  ორგანიზაცია „საქართველოს მემკვიდრეობა“ უკვე მუშაობს პროექტზე, რომელიც მოწამეთის სრულ ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ძეგლზე ფიზიკური სამუშაოების პარალელურად ამჟამად ტერიტორიის ტოპო-აზომვა და ძეგლის შესახებ დოკუმენტაციის შეგროვებაც მიმდინარეობს, რაც მოწამეთის სრულ სარეაბილიტაციო პროექტის შექმნას  დაედება საფუძვლად.
მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების I ეტაპი  მოწამეთობის დღესასწაულამდე – 15 ოქტომბრამდე დასრულდება.             

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია