დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი დოლიძის 33-ე სტუმრობა ვასილ ამაშუკელის საფლავთან
2010/03/16 14:20:58

14 მარტს პრო­ფე­სორ­მა, ცნობილ­მა კი­ნომ­ცოდ­ნემ და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ გო­გი დო­ლი­ძემ ქუ­თა­ი­სის მე-20 საჯარო სკო­ლის, ზეს­ტა­ფო­ნის და სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნაბაკე­ვის პე­და­გო­გებისა და მოს­წავ­ლეების, ჩოხოსან­თა სა­ზო­გა­დოებისა და ვა­სილ ამა­შუ­კე­ლის შე­მოქ­მე­დების სხვა დამ­ფა­სებლების წი­ნა­შე კი­დევ ერთხელ ისაუბრა მსოფ­ლიო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ერთ-ერ­თი პი­ო­ნე­რის, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი კი­ნო­რეჟისო­რი­სა და კი­ნო­ო­პე­რა­ტო­რის შე­სახებ. ვა­სილ ამა­შუ­კე­ლის საფ­ლავ­თან ოც­და­მე­ცა­მე­ტედ შეკ­რებილი სა­ზო­გა­დოების წი­ნა­შე ტრა­დი­ცი­ის დამ­ფუძ­ნებელ­მა, პრო­ფე­სორ­მა გო­გი დო­ლი­ძემ ეს­ტა­ფე­ტა ახლა უკ­ვე თა­ვის სტუ­დენ­ტებს გა­დას­ცა და, კონ­კრე­ტუ­ლად, კი­ნომ­ცოდ­ნე თამ­თა თურ­მა­ნი­ძეს სთხოვა, ამი­ე­რი­დან მან გა­უ­წი­ოს ორ­გა­ნი­ზება ამ შეკ­რებებს, თვი­თონ კი პი­რობა და­დო, რომ „რი­გით სტუმ­რად“ ყოველ გა­ზაფხულ­ზე ეწ­ვე­ვა მწვა­ნეყვა­ვი­ლას პან­თე­ონს.

მსახიობმა გი­ზო კა­კა­უ­რი­ძემ, პე­და­გოგ­მა ქე­თე­ვან ასა­თი­ან­მა, კი­ნომ­ცოდ­ნე თამ­თა თურ­მა­ნი­ძემ და სხვებმა ვა­სილ ამა­შუ­კე­ლის პა­ტივ­გების  ტრა­დი­ცი­ის დიდ მნიშ­ვნე­ლობაზე ისაუბრეს და გან­სა­კუთ­რებული მად­ლობა გა­დაუხადეს მის და­მა­არ­სებელს - ბატონ გო­გი დო­ლი­ძეს.

 

ნა­ნუ­ლი ქვი­შა­რე­ლი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია