დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იაპონური ჯგუფი "ჰანამასი" ქუთაისში კონცერტს გამართავს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/31 19:29:52

ქუთაისს იაპონური ჯგუფი „ჰანამასი" ესტუმრა, რომელიც ხვალ მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტს  გამართავს.

აღნიშნული ჯგუფი პირველად იმყოფება საქართველოში, ისინი იაპონიის საელჩოს ეგიდით  ჩამოვიდნენ და ტურნეს ფარგლებში თბილისში, ქუთაისსა და  ბათუმში კონცერტებს გამართავენ. ერთ-ერთი ასეთი კონცერტი ხვალ ქუთაისშიც ჩატარდება. 

იაპონურ-დასავლური ჯგუფი „ჰანამასი" 2009 წელს ჩამოაყალიბეს მუსიკოსებმა -  ჩიე ჰანავამ და ნაცუმი ოკიმასუმ. ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ორივე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ საშემსრულებლო ჟანრში.

დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა ქუთაისის ოპერის თეატრში, რასაც იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშე მორიჰიკო ნაკაჯიმა დაესწრო.

„პოპ ბგერების და მელოდიების ჰარმონიული შერწყმით „ჰანამასი" ცდილობს, გადმოსცეს თითოეული ინსტრუმენტისათვის დამახასიათებელი ჟღერადობა და ამავდროულად ხერხდება ინსტრუმენტთა ჰარმონიზაცია. 2011 წელს ჯგუფმა  ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავრობისაგან „ზეციური-ხელოვნის"  ჯილდო  მიიღო“- განაცხადა psnews.ge -სთან საუბრისას იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშემ, მორიჰიკო ნაკაჯიმამ, რომელიც დღეს ჩატარებულ გენერალურ რეპეტიციას  დაესწრო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია