დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გელათის ტაძრის გუმბათის ყელის კონსერვაცია დასრულდა
2016/06/18 20:19:10

გელათის არქიტექტურული კომპლექსისი სრული რეაბილიტაცია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პროქტია, რომლის ფარგლებში მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ქვის კონსერვაცია და სრული გადახურვა თავდაპირველი მეთოდით და მასალით, უკვე დასრულებულია. მოჭიქული ფერადი კრამიტი  გელათის არქეოლოგიური კვლევის დროს აღმოჩენილი ასლების მიხედვით არის დამზადებული. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის -  გელათის მონასტრის  სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.  სარეაბილიტაციო სამუშაოები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და იკომოსთან შეთანხმებით მიმდინარეობს.


ამ დროისთვის გელათის კომპლექსში აღდგენილია გელათის აკადემია, აღმოსავლეთის და დავითის კარიბჭე, სამრეკლო, წმ ნიკოლოზის ეკლესია და გაბრიელ ქიქოძის საეპისკოპოსო სასახლე. 

 

გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში აღმოიფხვრა მოხატულობის ბათქაშისა და ფერწერული ფენის დაზიანებები და კონსერვაცია ჩაუტარდა ფრაგმენტულად შემორჩენილ XIV საუკუნის კედლის მხატვრობასა და წმ. მარინეს ეკვდერის XV-XVI საუკუნის ფრესკებს. 

 

სამუშაოების შემსრულებელი: „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ (აღმასრულებელი დირექტორი მაკა დვალიშვილი),  „საქართველოს მემკვიდრეობა“ (დირექტორი კახა ტრაპაიძე), სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია კონსერვაციის ცენტრი (ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი),   „იკორთა 2007“ (დირექტორი გია ხურცილავა). 

 

პროექტი ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის და მსოფლიო ბანკის  თანადაფინანსებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია