დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დანიის სამეფოს იუტლანდიისა და ფინის რეგიონებში საქართველოს საპატიო კონსული ეყოლება
ავტორი:
2014/დეკემბერი/12 22:00:07
დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულად მარიანე ბოლსი დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , საპატიო კონსულს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა და საპატიო კონსულმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საპატიო კონსული ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში და ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობის განვითარებას.
საგარეო უწყების ცნობით, მარიანე ბოლსი საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მისი ხელშეწყობით რაჭაში მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისა და ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.
უწყების ინფორმაციით, დანიაში მარიანე ბოლსი წარმატებული ბიზნეს საქმიანობით არის ცნობილი. იგი ხელმძღვანელობს კომპანია "Fair Trees"–ის რომელიც საქართველოში, რაჭის რეგიონში, სოჭის გირჩების შეგროვებით სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიამ საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს რაჭის რეგიონში მარიანე ბოლსის და სხვა კომპანიების საქმიანობის შედეგად, დანიის სამეფოს მოსახლეობის 90% საშობაოდ სწორედ ქართულ ნაძვის ხეს იყენებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია