დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - მეორე ტურში ვიქნებით მე და მარგველაშვილი და გავიმარჯვებ მე
ავტორი:
2013/ოქტომბერი/17 17:00:02
ძალიან უცნაურია, რომ ბიძინა ივანიშვილი ენდობა იმ კვლევებს, რომელსაც შარშან ის და მისი გუნდის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ , - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგზე ისაუბრა.
"ძალიან უცნაურია, რომ ბიძინა ივანიშვილი ენდობა იმ კვლევებს, რომელსაც შარშან ის და მისი გუნდის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ და რომელთა მიხედვითაც პირველ ოქტომბერს 40%–იანი ცდომილება დაფიქსირდა. ჩემი პროგნოზი მაშინ გაცილებით უფრო სწორი იყო, ვიდრე ნებისმიერი კვლევისა. მე შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად სხვა არის რეალობა, ნამდვილად არ აქვს მარგველაშვილს 60% და ეს ეტყობა "ქართულ ოცნებასაც" და ეტყობოდა ბატონი ბიძინას საუბარსაც. მან იცის, რომ არჩევნები პირველ ტურში არ დამთავრდება და ის ძალიან ცდილობს, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ აუცილებლად მარგველაშვილს მისცენ ხმა. ათი დღეც მოვითმინოთ და ბატონი ბიძინა დარწმუნდება იმაში, რომ ის ცდება, მისი გარემოცვა მას არასწორ ინფორმაციას აწვდის და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან სწორია ის პროგნოზი, რომელსაც მე ვასახელებ. ჩემი პროგნოზით, აუცილებლად იქნება მეორე ტური გამომდინარე იმ წნეხიდან, რომელიც მოდის მოსახლეობაზე და ადგილობრივ ხელისუფლებაზე, სხვა შემთხვევაში შეიძლება არც მეორე ტური ყოფილიყო, მაგრამ დღეს შემიძლია გითხრათ 100 %–იანი გარანტიით, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება. ამ მეორე ტურში ვიქნებით მე და მარგველაშვილი და გავიმარჯვებ მე. რა თქმა უნდა, ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს ტოტალური გაყალბება, რომელზეც იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ წავა და თუ წავა, ჩვენ ამას ხელს შევუშლით",-განაცხადა ბურჯანაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია