დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საია კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს 
ავტორი:
2014/ივლისი/12 14:30:03
საიამ დააფიქსირა შემდეგი პროცედურული დარღვევები: უბანზე დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემები თერჯოლის #4 უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებდნენ, იმ მიზეზით, რომ მათ დააგვიანდათ და დილის 07:00 საათზე არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანზე. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა და დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე შეუშვეს. წილისყრის პროცედურების დარღვევები გლდანის #77 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ არ ჩაატარა წილისყრა კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად და კომისიის წევრებს შორის ფუნქციები თვითნებურად გადანაწილდა. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა და დარღვევის აღმოფხვრა მოითხოვა. საბურთალოს N68 უბანზე კომისიის წევრების მხრიდან დაფიქსირდა წილისყრის შედეგად განსაზღვრული ფუნქციების თვითნებური გადანაწილება. საიას დამკვირვებელმა საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე დაწერა საჩივარი და მოითხოვა დარღვევის აღმოფხვრა. კრწანისის N10 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა წილისყრით გამოვლენილმა წევრმა უარი თქვა გადასატანი საარჩევნო ყუთის გაყოლაზე, რის შემდგომაც იგი თვითნებურად ჩანაცვლდა სხვა კომისიის წევრით. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულ დარღვევაზე ზეპირი შენიშვნა დააფიქსირა. საიას მითითების შემდგომ დარღვევა აღმოიფხვრა და წილისყრა განმეორებით ჩატარდა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია