დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/23 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze_dc589.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459368-irakli-kobakhidze-oficialuri-vizitith-israels-etsveva.html", "headline": "ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა", "datePublished": "2017-10-23 12:40:18", "dateModified": "2017-10-23 12:40:18", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-26 ოქტომბე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze_dc589.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-26 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვედრას ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული იოელ ედელშტეინთან, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინთან, ისრაელი-საქართველოს საპარალამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან - ჰილიკ ბართან და იოავ კიშთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საუბრის მთავარი თემა საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა იქნება. საკითხზე პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გააკეთებს. ამასთან, დელეგაციის წევრები შეხვედრას, ისრაელის ქნესეთის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ავი დიხტერთან გამართავენ.

ირაკლი კობახიძე იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალ „იად ვაშემს“ გვირგვინით შეამკობს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში: არჩილ თალაკვაძე, დავით ბაქრაძე, სოფიო ქაცარავა, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მამუკა მდინარაძე, გრიგოლ მიქელაძე, გოჩა ენუქიძე, ბექა ოდიშარია და ივლიანე წულაია შედიან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია