დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები აღდგება რეგიონებში
რა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები აღდგება რეგიონებში
სულ ნანახია 1415
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში

 

 

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის 1 400000 ლარი გამოიყო.

აღნიშნული თანხა, 2015 წელს მიმდინარე პროექტების გარდა, დამატებით 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას მოხმარდება. მათ შორის განხორციელდება თიანეთის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია;

სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება შემდეგ ობიექტებზე:

· სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი;

· ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა კომპლექსში, ნიკო დადიანის სასახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი;

· სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი;

· ასპინძის მუნიციპალიტეტში, შორეთის XIV-XV საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი;

 განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი შემდეგ ძეგლებზე:

· საფარის მთავარი ტაძრის და სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების  მეორე ეტაპი;

· სოფელ ნაბახტევის XV საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი.

 

აღნიშნული თანხა ასევე მოხმარდება:

· აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-კვლევით სამუშაოებს;

·  კვიპროსში, ღალიის სამონასტრო კომპლექსის ფიქსაციას, ინვენტარიზაციასა და პოპულარიზაციას;

·  თისელის XIV-XV საუკუნეების გუმბათიანი ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს;

· გელათის აკადემიის შენობის მიმდებარედ აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტების დროებითი გადახურვის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასა და გენერალური გეგმის კორექტირების სამუშაოებს;

· ატენის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს;

 

· თბილისში, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია