დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ ვიაროთ ერთად“- „მიგ­რა­ცი­ის ცენ­ტრი“-ს ახალი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფი უცხოე­ლების ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­საწყობად
„ ვიაროთ ერთად“- „მიგ­რა­ცი­ის ცენ­ტრი“-ს ახალი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფი უცხოე­ლების ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­საწყობად
სულ ნანახია 1239
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მიგ­რა­ცი­ის ცენტრ-“მა  ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ად­გი­ლობრივ და უცხოელ სტუ­დენ­ტებთან შეხვედ­რა გა­მარ­თა . აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამა წლის იან­ვრი­დან ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს „ვი­ა­როთ ერ­თად“/St­e­pto­ge­t­her”, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფი უცხოე­ლების ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყობა.

 

შეხვე­რა ჩა­ტარ­და უცხოელ­თა მი­მართ და­მო­კი­დებულების გან­საზ­ღვრის, ხოლო მე­ო­რე მხრივ, უცხოელ­თა იტეგ­რა­ცი­ის ხარისხის გარ­კვე­ვის მიზ­ნით. შე­ივ­სო შე­საბამი­სი კითხვა­რები შემ­დგო­მი ანა­ლი­ზის­თვის. ასე­ვე გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია ინ­ტეგ­რა­ცი­ის სირ­თუ­ლეების და მა­თი გა­და­ლახვის გზების ძიებისათ­ვის.

შეხვედ­რას უძ­ღვებოდ­ნენ გი­ორ­გი გო­გიშ­ვი­ლი ა(ა)იპ „მიგ­რა­ცი­ის ცენ­ტრის“  აღ­მას­რუ­ლებელი დი­რექ­ტო­რი, ნა­თე­ლა მჟავა­ნა­ძე ა(ა)იპ „მიგ­რა­ცი­ის ცენ­ტრის“ პრო­ექ­ტების კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და ნუგ­ზარ კოხრე­ი­ძე ა(ა)იპ „მიგ­რა­ცი­ის ცენ­ტრის“ იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.

„მიგ­რა­ცი­ის ცენ­ტრის“ აღ­მას­რუ­ლებელი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი გო­გიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს „ვი­ა­როთ ერ­თად/ St­e­pto­ge­t­her“, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფი უცხოე­ლების ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყობა. პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სებულია ფონ­დის “ღია სა­ზო­გა­დოება“ მი­ერ.

სა­ქარ­თვე­ლოს ლიბერა­ლურ­მა სა­­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კამ უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახადა უცხო ქვეყნის მო­ქა­ლა­ქეების­თვის. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სახურის მო­ნა­ცე­მების თა­ნახმად, ამჟამად სა­ქარ­თვე­ლო­ში ასი ათა­სამ­დე­უცხო ქვეყნის მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს. თუმ­ცა ემიგ­რან­ტების­რიცხვის მუდ­მი­ვი ზრდის მიუხედა­ვად, მა­თი ინ­ტეგ­რა­ცია არ ყოფი­ლა სახელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კის პრი­­რი­ტე­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობის მხრი­დან კი უცხოელ­თა­მი­მართ სულ უფ­რო ნე­გა­ტი­­რი და­მო­კი­დებულება ყალიბდებოდა. მო­სახლეობის ნა­წი­ლი ემიგ­რან­ტებს აღიქ­ვამ­,რო­გორც ფი­ნან­სუ­რად ძლი­ერ კონ­კუ­რენ­ტებს, იმ ფონ­ზე, რო­ცა ქვეყნის მო­სახლეობის ძი­რი­თად­ნა­წილს საკ­მა­ოდ მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­­ლუ­რი მდგო­მა­რეობა აქვს.

გარ­და ამი­სა, ად­გი­ლობრი­ვები მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მიგ­რან­ტები მა­თი  განსხვა­ვებული კულ­ტუ­რი­სა და რე­ლი­გი­­რი კუთ­ვნი­ლების გა­მო, წარ­მო­ად­გე­ნენ საფრთხეს ქარ­თუ­ლი იდენ­ტობის­თვის. მსგავ­სი ჯგუ­ფები ად­ვი­ლად ექ­ცე­ვი­ან  პო­ლი­ტი­კო­სების გავ­ლე­ნის ქვეშ და მო­ნა­წი­ლეობენ ქსე­ნო­ფობიურ კამ­პა­ნიებში, რო­მელ­შიც აშ­კა­რად იკ­ვე­თება რა­სის­ტუ­ლი და ფა­შის­ტუ­რი იდეები.

ხშირ შემთხვე­ვა­ში თვი­თო­ნუცხო ქვეყნის მო­ქა­ლა­ქეებიარ ავ­ლე­ნენ საკ­მა­რის ინ­ტე­რესს ად­გი­ლობრი­ვი ენის შეს­წავ­ლის, ტრა­დი­ციებისა და კულ­ტუ­რის მი­ღებისად­მი.ეს ყოვე­ლი­ვე კი გან­სა­კუთ­რებით შე­სამ­ჩნე­ვია აზი­ელ­და აფ­რი­კელ იმიგ­რან­ტებში, რაც საბოლო­ოდ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას იწ­ვვევს და შე­საბამი­სად მათ არ აქვთ სა­შუ­­ლება სა­თა­ნა­დოდ ისარ­გებლონ სახელ­მწი­ფოს მი­ერ  შე­თა­ვა­ზებული სერ­ვი­სებით.

2016-2020 წლების მიგ­რა­ცი­ის სტრა­ტე­გი­­სა­და მის თან­მდევ 2018წლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში  პირ­ვე­ლად არის გა­წე­რი­ლი უცხო ქვეყნის მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლება და ისახება კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნები იმიგ­რან­ტთა სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლობისა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­საძ­ლებლობების შექ­მნი­სა და გა­უმჯობესებისათ­ვის.

მიგ­რა­ცი­ის ცენ­ტრისპრო­ექ­ტების კო­ორ­დი­ნა­ტო­რის, ქალბატონ ნა­თე­ლა მჟავა­ნა­ძის აზ­რით, უცხოელ­თა სხვა­დასხვა ჯგუ­ფების სიღ­რმი­სე­­ლი კვლე­ვა და მათ­თან ინ­ტენ­სი­­რი ურ­თი­ერ­თობა იქ­ნება წარ­მა­ტებული ინ­ტეგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­პი­რობა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­, რომ სა­სი­ცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უცხო ქვეყნის რო­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვა­ში.

მიგ­რა­ცი­ის ცენ­ტრის პრო­ექ­ტი  - „ვი­­როთ ერ­თად“, აქ­ცენტს აკე­თებს უცხოელ­თა ინ­ტეგ­რა­ცი­­ზე და მიზ­ნად ისახავს:

- მუ­შაობას უცხოელ და ად­გი­ლობრივ მო­ქა­ლა­ქეებთან ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყობის მიზ­ნით;

-ინ­ტეგ­რა­ცი­ის პლატ­ფორ­მის ჩა­მოყალიბებას და ეფექ­ტუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვების ხელ­შეწყობას;

- უფა­სო და კონ­ფი­დენ­ცი­­ლურ კონ­სულ­ტა­ციებს სო­ცი­­ლურ და იუ­რი­დი­ულ სა­კითხებზე (პირ­და­პი­რი, სა­ტე­ლე­ფო­ნო, დის­ტან­ცი­­რი კონ­სულ­ტა­ციები);

- უცხოელ­თა სა­­ნი­ცი­­ტი­ვო ჯგუ­ფებისა და დი­ას­პო­რუ­ლი/არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების გან­ვი­თა­რების ხელ­შეწყობას;

 - ერ­თობლი­ვი კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძიებების ორ­გა­ნი­ზებას უცხო ქვეყნის მო­ქა­ლა­ქეების ადაპ­ტა­ცია-ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის ხელ­შეწყობისათ­ვის;

- ად­გი­ლობრი­ვებისა და უცხო ქვეყნის მო­ქა­ლა­ქეების ინ­ტეგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის მი­მართ და­მო­კი­დებულების შეს­წავ­ლა- გა­­­ნა­ლი­ზებას.

პრო­ექტს მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რებული ტე­რი­ტო­რიებიდან იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებულ პირ­თა, გან­სახლებისა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრომიგ­რა­ცი­ის სა­კითხთა სახელ­მწი­ფო კო­მი­სი­, მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია (IOM), უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებლები, სა­ზო­გა­დოებრი­ვი მა­უწყებელი, აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია და რა­დი­, იმე­რე­თის მე­დია სახლიპოს­ტსკრიპ­ტუ­მი“, აჭა­რის ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა კავ­ში­რიინ­ტე­ლექ­ტი“, გუ­რი­ის ახალ­გაზ­რდუ­ლი რე­სურ­სცენ­ტრი.

 

ეთერ ჩუ­მაშ­ვი­ლი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია