დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროკავშირის წარმომადგენლობა და საელჩოები „რუსთავი 2-ზე“ განცხადებას ავრცელებენ
სულ ნანახია 1552
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

შეერთებული შტატების საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც „რუსთავი 2-ში“ ახალი მმართველების დანიშვნის გამო  შეშფოთებას გამოხატავენ.

მათი განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებული დროებითი გადაწყვეტილებისა და „რუსთავი 2“-ის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითი განაჩენის ფონზე, რომელიც განაჩენის დაუყოვნებელ აღსრულებას არ ითვალისწინებს, 5 ნოემბერს მიღებული პრევენციული ზომები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.“

„ჩვენმა საელჩოებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, რომ მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია. დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ მოსაზრებებს ხელი უნდა შეეწყოს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისა, თუ განცხადებისაგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს.

მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია.

გავაგრძელებთ მოვლენებზე ყურადრებით დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გავუზიარებთ წუხილს ყველა შესაბამის მხარეს“ - ნათქვამია შეერთებული შტატების საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ერთობლივ განცხადებაში.

 

 

liberali.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია