დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„რევოლუციონერ კიკვიძის“ ირგვლივ ყველაფერი იცვლება...
2009/11/11 14:20:13

ქუთაისში კიკვიძის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტენდერის მიხედვით, სკვერის აღდგენითი სამუშაოებისათვის 290 ათასი ლარის გამოყოფა იყო ნავარაუდევი. თუმცა, კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, სამუშაოები 275 ათას ლარად უნდა შეასრულოს. კეთილმოწყობასთან ერთად სკვერში დაიდგმება ახალი შადრევანიც. ჯერჯერობით, ადგილზე დარჩება თავად რევოლუციონერი „კიკვიძეც“. თუმცა ქალაქის საზოგადოება აქტიურად განიხილავს ძეგლის ამ ადგილიდან აღების საკითხს. როგორც ქალაქის მერმა, ნუგზარ შამუგიამ განაცხადა, ძეგლი განახლებულ სკვერშიც იმავე ადგილზე დარჩება, ხოლო მისი აღების საკითხი თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.

სკვერის განახლება 25 დეკემბრისათვის იგეგმება, საახალწლოდ ქალაქის ხელისუფლება განახლებული სკვერის გახსნას საზეიმოდ გეგმავს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1713
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია