დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკაცრიელი რეაბილიტირებული უბანი
2009/10/21 12:38:01

ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი ქუთაისის რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურებას აპროტესტებს. აცხადებენ, რომ ამით ამ ქუჩებზე  მოქმედი ბიზნესი სერიოზულად ზარალდება. გარდა ამისა, მათი თქმით, ხელისუფლება მიმართავს მკაცრ საგადასახადო ადმინისტრირებას თანხების ამოგების მიზნით.

ოპოზიციონერთა განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ  რეაბილიტირებულ უბანში განთავსებულ სხვადასხვა  ობიექტების მესაკუთრეებს აუკრძალა ფირნიშებისა და კონდიციონერების განთავსება კედლებზე მაშინ, როცა მერიასა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე კონდიციონერები უხვადაა, ხოლო ნაც-მოძრაობის ფირნიშს თოჯინების თეატრის გვერდით აკრძალვა არ შეეხო.

თუკი ხელისუფლებამ არ გაათავისუფლა აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნესი ზეწოლისაგან და არ წაახალისა იგი, ფასადების რეაბილიტირებულ უბანს მივიღებთ, მხოლოდ –  უკაცრიელს, – აცხადებენ კონსერვატიული პარტიის, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვისა“ და „ახლების“ ქუთაისელი ლიდერები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1778
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია