დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
24-საათიანი წყალმომარაგების ილუზიები
2009/09/08 17:35:32

იმერეთის რეგიონის ახალგაზრდულმა სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია „ასამ“  ქუთაისის წყალმომარაგების პრობლემებზე იანეთში, სასტუმრო „ცისკარში“,  ჟურნალისტებისათვის ტრენინგი გამართა. 

სემინარი ფრიდრიხ ებერტის ფონდთან  პარტნიორული პროექტის ფარგლებში ჩატარდა თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობა და კომუნალური მეურნეობა,“ სადაც ძირითადი აქცენტი ქუთაისის წყალმომარაგების პრობლემებზე გაკეთდა.

ტერენიგს უძღვებოდბენ „ასას“ გამგეობის თავმჯდომარე ზაზა ხელაძე, პაატა კლდიაშვილი – ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის  იმერეთის ფილიალიდან, გიორგი ჭიქაბერიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალიდან,

შეხვედრაზე „ქუთაისის წყალს“ ალეკო ბაძგარაძე წარმოადგენდა.

გაირკვა, რომ წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგაც კი ქალაქი დაპირებულ 24-საათიან წყალმომარაგებას ვერ მიიღებს და შესაძლოა, ზოგიერთ ქუჩაზე 12, 16 და 18-საათიანი განრიგი იყოს. ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროგრამისთვის აღებული სესხის გადახდა 2009 წლის ნოემბრიდან იწყება და ამ დროისათვის წყალკანალმა – „ქუთაისის წყალმა“ – 125000 ევრო უნდა გადაიხადოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია