დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიმიტრი კოპალიანი: „თუკი ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ მე არ ვარ კარგი მერი... დავტოვებ ქალაქს“
2013/07/31 16:17:13

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი აცხადებს, რომ ამერიკაში მისი ორკვირიანი ვიზიტის დროს ბევრი შეხვედრა გა მართა. ქუთაისის ამჟამინდელ მერს მოლაპარაკებები ჰქონდა დეტროიტის  ყოფილ მერებთან. მისი განცხადებით, სურვილი აქვს, რომ რომელიმე ყოფილ მერს შესთავაზოს საქართველოში ჩამოსვლა და მისი კონსულტანტობა. როგორც დიმიტრი კოპალიანი აცხადებს, იგივე ურთიერთობის ინიციატივაზე იყო საუბარი სენატორებთანაც.

„აქტიურად ვხვდებობდი ამერიკელ სენატორებს. მინდა, ერთ-ერთი ამერიკული ქალაქი დავუძმობილოთ ქუთაისს. სენატორებთან მიდიოდა მოლაპარაკებები ამ თემაზე და ვფიქრობთ, ქუთაისისთვის შესაფერისი სიდიდისა და მონაცემების მიხედვით შეირჩევა ქალაქი, რომელთანაც მოხდება დაძმობილება“. - აცხადებს დიმიტრი კოპალიანი.

ქუთაისის მერის ამერიკაში ვიზიტისას გავრცელდა ხმები მისი შესაძლო იმპიჩმენტის თაობაზე, რასაც დიმიტრი კოპალიანი არ ადასტურებს და „ხელოვნურად გამოგონილ სიტუცაციას“ უწოდებს.

„თუკი ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ მე არ ვარ კარგი მერი, არავითარი პრობლემა არ მაქვს და დავტოვებ ქალაქს, მაგრამ საუბარი იმპიჩმენტზე არ ყოფილა“,– აცხადებს კოპალიანი.

კოპალიანი ასევე უარყოფს მის შესახებ გავრცელებულ მეორე ინფორმაციასაც, თითქოს ის განათლების მინისტრის პოსტისთვის ჩამოიყვანეს ამერიკიდან.

„ამაზე საუბარი არ ყოფილა. შეიძლება, ელოდნენ, რომ მე მექნებოდა სურვილი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ასე არ არის და არც ხელისუფლებას გამოუთქვამს ამის სურვილი“, აცხადებს კოპალიანი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია