დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავტოქარხნელები „კულტურის სახლის“ დაბრუნებას ითხოვენ
2013/07/28 11:42:48

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგი ბრალდება წაუყენა. პარტიის წევრებმა ამჯერად წინა ხელისუფლებას ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში  არსებული „კულტურის სახლის“ გაუქმება დააბრალეს.

„ცეკვის და სიმღერის წრე „ატეკაში“ რომაა გახსნილი და „კულტურის სახლში“ კი სახანძრო მოათავსეს, ეს ნორმალურია? ამას მხოლოდ „ნაციონალები“ თუ მოიგონებდნენ,“-აღნიშნა პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ. მანვე „ქართულ ოცნებას“ ურჩია, არ დაემგვანოს წინა ხელისუფლებას და მათი დანაშაულები არ გაიმეორონ.

კულტურის სახლის აღდგენის მოთხოვნით ავტოქარხნის დასახლების მცხოვრებლებმა შენობასთან აქცია გამართეს და ადგილობრივ ხელისუფლებას შენობისათვის ძველი ფუნქცის დაუბრუნება მოსთხოვეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია