დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემურ ცამციშვილს ბრალს ვერ უმტკიცებენ?
2013/04/26 18:21:35

სამსაათიანი განხილვის შემდეგ თემურ ცამციშვილის საქმე კვლავ გადაიდო, მომდევნო სხდომა 7 მაისისათვის ჩაინიშნა. ცამციშვილს ბრალი 182 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც თანხების გაფლანგვას გულისხმობს.

 

სხდომის დასრულების შემდეგ, ცამციშვილის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „დღევანდელ სხდომაზე თავიდანვე დავაყენეთ შუამდგომლობა მტკიცებულების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი შუამდგომლობა იყო დასაბუთებული, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, თუ რაზე დაიწყო გამომძიებელმა გამოძიება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ მან თვითნებურად აწარმოა ეს გამოძიება, ამის გამო დაუშვებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამოცხადდა სასამართლოს საოცარი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე იყო დაუსაბუთებელი და მან არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ესეც არასწორია, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებების ალბათობის მაღალი ხარისხი, რომელიც გონივრულად დაარწმუნებდა ადამიანს ცამციშვილის ბრალეულობაში. არავის უფიქრია იმაზე, რომ 2011 წელს რიკოთის გვირაბი დაკეტილი იყო და ეს კილომეტრები გაიზრდებოდა. საერთოდ, მიკვირს, ამ სასაცილო საქმეში ადამიანს ბრალი როგორ უნდა წაუყენონ? არაა დაფიქსირებული, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. პროკურორმა განაცხადა, რომ წარმოადგენდა მტკიცებულებას არსებით განხილვაზე, რაც არის კანონდარღვევა. თუ მას ჰქონდა მტკიცებულებები, წინა სასამართლოზე უნდა წარმოედგინა, ამის საფუძველზე უნდა მომხდარიყო მისი გადაცემა. რაც შეხება, პროკურორის განცხადებას, საერთოდ უკანონო იყო: როგორ შეიძლება, ბრალდების მხარემ დამალოს მტკიცებულება! შეიძლება მოხდეს საიდუმლო ინფორმაციის დამალვა, ისიც - წინა სასამართლოს სხდომამდე, მაგრამ დღეს უნდა განეცხადებინა, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და, რადგან ასეთი ფაქტი არ არსებობს, მიგვაჩნია, რომ უსაფუძვლოდაა დაწყებული გამოძიება და უკანონოდ ატარებდნენ მას. რვა თვის განმავლობაში ფორმა ერთი იდო საქმეში და ვისზე და რაზე დაიწყო ეს გამოძიება, დღემდე უცნობია ჩვენთვის. არსებით განხილვაზე შევეცდებით, თავიდანვე დავარწმუნოთ პროკურორი, რომ მან ბრალი უკან გაითხოვოს, რადგან მტკიცებულება არ არსებობს. იმედია, სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, რადგან საგულისხმოა, რომ არცერთი მოწმის ჩვენებაში თემურ ცამციშვილი და მის მიერ ჩადენილი დანაშაული საერთოდ არ არის ნახსენები.“

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თანხა  6 ათასი ლარი, რომლის გაფლანგვაც ბრალდებოდა თემურ ცამციშვილს, ბრალმდებელთა მიერ კარგად გადათვლის შემდეგ 5 ათას ლარამდე შემცირდა.

„ნამდვილად არ მეგონა, იმის დადგენას, თუ რამდენი კილომეტრია ორ ქალაქს შორის მანძილი, არსებითი განხილვა დასჭირდებოდა. დიდი იმედი მაქვს, რომ 7 მაისს ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა დედაქალაქსა და ქუთაისს შორის მანძილი და ეს პროცესიც დასრულდება,“ - აღნიშნა ბრალდებულმა თემურ ცამციშვილმა ჟურნალისტებთან, რომლებიც გარეთ ელოდნენ პროცესის დასრულებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია