დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაქარია ქუცნაშვილი: „საკონსტიტუციო ცვლილებები ვაჭრობის საგანი არ გახდება“
2013/03/19 19:41:25

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პლენარული სხდომების დღეებს გამონაკლისის სახით, ამ კვირაში ხუთშაბათიც დაემატება. სწორედ ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში ეყრება კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებებს. უმცირესობის პოზიცია 4-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ კვლავ უცნობია. ისინი არ აკონკრეტებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კენჭისყრაზე, მაგრამ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იქნება ერთიანი და შეჯერებული.

„ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან  დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ. უმრავლესობას, როგორც ჩანს, არ ყოფნის ხმები, ამიტომ საჭირო არის კონსულტაციები ოპოზიციასთან, რაზეც ჩვენ პრინციპული წინააღმდეგობა არ გვაქვს. მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგოს, პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ ის ისედაც არ პირებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას, რომლის მიხედვითაც მას შეუძლი, დაითხოვოს პარლამენტი და დაშალოს ახალი მთავრობა. საბოლოო გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობა მივიღებთ ერთიანად.  ჩვენ მოველით, რომ ხელისუფლება და უმრავლესობაც გააცნობიერებს უმცირესობასთან კონსტრუქციული მუშაობის აუცილებლობას,“ - განაცხადა გია ბარამიძე.

ზაქარია ქუცნაშვილი კი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმცირესობასთან ვაჭრობას არ აპირებენ.

„პარლამენტის თავმჯდომარ ისევე, როგორც ნებისმიერი პარლამენტის წევრ, მზად არის კონსულტაციებისთვის. მაგრამ ამ თემაზე არ იქნება ვაჭრობა და ამას უკვე 4 თვეა, რაც ვაცხადებთ. აქედან გამომდინარ, ყველას მოუწევს თავისი არჩევანის გაკეთება და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევანი იქნება სასარგებლ,“ - აღნიშნა ქუცნაშვილმა.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია