დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს
2013/03/18 14:24:49

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების საკითხს, რომელიც პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შემცირებას გულისხმობს. პარლამენტი კი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს.

უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს ეზღუდება უფლება, დაითხოვოს მთავრობა და შემდეგ პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს იგი.

უმრავლესობა აღარ აპირებს ცვლილებების პროექტში შეიტანოს საკითხი საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ და საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე დაწესებული ვადების მოხსნის თაობაზე. როგორც ისინი აცხადებენ, მათ გაიარეს კონსულტაციები ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც ამ დაწესებული ვადების გადახედვა კონსტიტუციაში აღარ მოხდება.

ვახტანგ ხმალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: „მთავრობა ვერ იქნება ვერცერთ შემთხვევაში ერთპიროვნულად დანიშნული პრეზიდენტის მიერ, თუ ამაზე არ იქნა პარლამენტის თანხმობა, და მეორე – უარი ვთქვით იმ ნორმის გაუქმებაზე, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს უფლება არ ჰქონდა პარლამენტის არჩევიდან პირველი 6 თვის განმავლობაში და თავისი უფლებამოსილების ბოლო 6 თვის განმავლობაში დაითხოვოს პარლამენტი.“

(ბ.ი.) 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია