დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს წევრებისა და მერიის სამსახურის უფროსების შეხვედრა „ნაციონალებმა“ დატოვეს
2013/07/08 12:24:48

საკრებულოს თავმჯდომარემ კი ახალი გუნდი დადებითად შეაფასა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა დღეს სხდომათა დარბაზში მერიის სამსახურების უფროსების მოვალეობის შემსრულებლებთან გაცნობითი ხასიათაის შეხვედრა გამართეს.

ხმაურინი დაპირისპირების გამო, სხდომათა დარბაზი დატოვეს საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა დავით გოგისვანიძემ და ნოე კუხიანიძემ. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მღევდელაძის განცხადებით, გოგისვანიძე არა კონსტრუქციული განცხადებისათვის, არამედ პროვოკაციის მოსაწყობად იყო მისული შეხვედრაზე.

„საერთოდ, ბოლო დროს გოგისვანიძე მხოლოდ პროვოკაციული განცხადებებისათვის დადის სხდომაზე, რადგან ის გამოდის გაბოროტებული კაცის პოზიციიდან,“-აღნიშნა მამუკა მღვდელაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა ახალი გუნდი დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველაფერს მათი საქმიანობა და დრო აჩვენებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია