დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ მთავრობის სახლი 3000 ლარით დააჯარიმა
2013/02/14 17:41:06

მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციაში არსებული მთელი რიგი დარღვევების გამო, ქალაქ ქუთაისის მერიამ მთავრობის სახლი 3 000 ლარით დააჯარიმა. ამ თანხის გადახდა მშენებლობის შემკვეთს, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს“ მოუწევს.

როგორც ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე აცხადებს, ჯარიმის გადახდით თვითონ „სახელმწიფო მომსახურების სააგენტოა“ დაინტერესებული. რადგან, დოკუმენტაციის სამართლებრივი გაუმართავობის გამო| სააგენტო ვერ ახერხებს შენობის ექსპლუატაციაში მიღებას.

„ჯარიმის გადახდის შემდეგ საჭირო პროცედურები განხორციელდება და მთავრობის სახლიც ფუნქციონირებას ლეგალურად განაგრძობს. თვითონ შენობა, როგორც მე ვიცი, კარგია, კარგი ხარისხით არის აშენებული და არანაირი პრობლემა არ აქვს,“ - აცხადებს ამირან ძოწენიძე.

ვიცე-მერის თქმით, შენობა ფორმალურად დასრულებისთანავე უნდა ჩაბარდეს და გაფორმდეს საჯარო რეესტრში. „მთავრობის სახლის მშენებლობა, უკვე რამდენიმე თვეა, დასრულებულია, მაგრამ რიგი დარღვევების გამო ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა მისი ექსპლოატაცია,“ - აღნიშნა ამირან ძოწენიძემ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის სახლი ამჟამად დალუქულია და უფუნქციოდ არის დარჩენილი. შენობა ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, 30 ნოემბერს დახურეს და ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. ჯერჯერობით, უცნობია, რა დატვირთვას შეიძენს ეს შენობა.

ქუთაისში მთავრობის სახლის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით განხორციელდა. შენობის პროექტის ავტორი ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბოა.

ნათია მატარაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია