დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ ჭიაბერაშვილი: „არავითარი პოლიტიკური ანკეტების შევსება არ ხდებოდა...“
2013/02/13 12:24:44

ქუთაისში, საოლქო პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად კახეთის გუბერნატორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, უკვე გამოცხადდა.

გამოძიებას კითხვები ზურაბ ჭიაბერაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ირგვლივ აქვთ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამამ საქართველოში შექმნა დასაქმების მსურველთა ბაზა და იმის ნაცვლად, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოიყენოს ეს ბაზა და დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში, ახალი ხელისუფლება მათ იბარებს დაკითხვებზე.

„მე მადლობას ვუხდი ყველა აგენტს, სამუშაო იყო ძალიან მასშტაბური, 600 000 ოჯახში იყო დასაქმების აგენტი მისული და იწერდა დასაქმების მსურველთა მონაცემებს, არავითარი პოლიტიკური ანკეტების შევსება არ ხდებოდა. ასეთი ცოცხალი ტყუილებით ახალი ხელისუფლება ფონს ვერ გავა.“– აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი მზადაა, გამოძიებას გადასცეს ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია ამ საქმესთან დაკავშირებით.

პროკურორ ილია ჯალაღანიას განცხადებით, კონკრეტულ დეტალებზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ დასაქმების მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში კონტრაქტი 21 ათასზე მეტ ადამიანს ჰქონდა გაფორმებული, დღეისათვის დაკითხულია 2000-მდე პირი.

ამავე თემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს დღეს ოთხი საათისთვის ელოდებიან ქუთაისის საოლქო პროკურატურაში. 

ი.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია