დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტში ე.წ. პოლიტპატიმრების შესახებ იმსჯელეს
2012/11/02 16:34:14

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებების კომიტეტში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების შესახებ იმსჯელეს. კომიტეტის სხდომას რამდენიმე უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. პარლამენტში შეიქმნება კომისია, რომელიც მიმართავს შესაბამის უწყებას ამა თუ იმ პირის შესახებ პატიმრობის შეწყვეტის შესახებ. კომისია ორ კვირის მანძილზე უნდა დაკომპლექტდეს, რომელშიც 15 წევრი იქნება. აქედან საპარლამენტო უმცირესობას 3 წევრის ყოლის უფლება ექნება.

საპარლამენტო უმცირესობამ შეხვედრის დასაწყისში კომიტეტზე ლანჩხუთის რ-ნის სოფ: ნიგვზიანში მართლმადიდებელ და მუსლიმ ქართველებს შორის მომხდარი ინცინდენტის გამოძიებისაკენ მოუწოდა სამართალდამცველებს, ხოლო ადამიანის უფლებების კომიტეტს მუსლიმი ქართველების უფლებების დაცვისკენ, რომლებსაც უმცირესობის თქმით, არ ეძლევათ საშუალება, მშვიდად ჩაატარონ მათი რელიგიური რიტუალი. უმცირესობის ამ განცხადებამ კომიტეტის სხდომაზე უკმაყოფილება გამოიწვია უმრავლესობის წევრებსა და რამდენიმე არასამთავრპობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან. მათი თქმით, აღნიშნულ სხდომაზე იხილებოდა ე.წ. პოლიტპატიმრების საქმე და არა - რამდენიმე დღის უკან მომხდარი საქმე.
პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებით პარლამენტის წევრებით და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება, რომლებიც წინასწარი მონაცემებით 185-მდე პატიმრის საქმეს განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საქმეები სასწრაფო წესით უნდა განიხილონ, რადგან საქმე იმ პატიმრებს ეხება, რომლებსაც შესაძლოა, პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს.
უმცირესობის წევრებმა საკომიტეტო სხდომა დასრულებამდე დატოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ აღნიშნული სხდომა დადგმულ სპექტაკლს გავდა და უმრავლესობს უკვე გადანაწილებული ჰყავდა საკუთარი მომხრეები ამა თუ იმ თანამდებობაზე.


მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია