დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტმა ცოტნე გამსახურდია შეიწყალა
2012/10/24 16:21:11

დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე გამსახურდიამ დატოვა. იგი სასჯელს 2009 წლის 27 ოქტომბრიდან იხდიდა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით იყო გასამართლებული.

ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლების თხოვნით პარტირაქმა პრეზიდენტს 29 სექტემბერს მიმართა.

 „ჩემს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, მაგრამ იქ იყო ცუდი პირობები როგორც ჩემს, ისე სხვა პატიმრებთან მიმართებაში, ერთიანობაში 200 დღე მაქვს ნაშიმშილევი... მკურნალობის საშუალებას არ მაძლევდნენ,“ – განაცხადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დატოვების შემდეგ ცოტნე გამსახურდიამ.

გამსახურდიას ადვოკატის განმარტებით, ცოტნე გამსახურდია თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამიტომ მას  შეწყალება არ მოუთხოვია. „ეს იყო პატრიარქის შუამდგომლობა, ვიყავით მოლოდინის რეჟიმში, არ ვიცოდით, რა გადაწვყეტილებას მიიღებდა პრეზიდენტი“.– აცხაებს  ადვოკატი ქეთი ბექაური.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1790
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია