დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლებამ სოფლის პროგრამას თავი ვერ გაართვა?
2013/06/03 11:39:03

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბარათების დარიგება შეწყვიტა, თუმცა ათეულობით ბენეფიციარს ბარათები არ მიუღია

სასოფლო სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებული პრობლემები ამ დრომდე არ ამოწურულა. სხვა რაიონების მზგავსად, ხარვეზებია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. მოსახლეობა კუთვნილი სასოფლო სამეურნეო ბარათების მისაღებად, ზესტაფონის გამგეობაში ყოველდღე უშედეგოდ დადის.

„თუ ყველას ეკუთვნოდა,  ჩვენ რატომ უნდა დავრჩეთ ისე? უკვე დავიღალეთ აქ სიარულით. დასაიმედებელ პასუხსაც არავინ გვაძლევს, სამინისტროს ცხელ ხაზზეც ვრეკავთ, მაგრამ  ყურადღება არავის მოუქცევია. სოფლის  გამგებელი გვეუბნება: „არაფერი ვიცი, რომ მოვა გეტყვითო“.  დასრულდა ხვნა-თესვა და როდისღა მივიღებთ კუთვნილ ბარათებს?“ - აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სანახშირეს მცხოვრებლები.

ადგილობრივების განცხადებით, პრობლემა იყო ტრაქტორებთან დაკავშირებითაც, მთელს სოფელს მხოლოდ ერთი ტრაქტორი ემსახურებოდა.

თუმცა, მათგან განსხვავებით, ტრაქტორების სიმცირეს არ ადასტურებს ამავე სოფლის გამგებელი კობა კობახიძე. მისივე განცხადებით, პრობლემები სიებში არსებულმა ხარვეზებმა გამოიწვია. თუმცა მრავალჯერადი შესწორების მიუხედავად, რატომ ვერ მოხდა სიებში არსებული ხარვეზების გამოსწორება, ზუსტი პასუხი არ აქვს.

გამგეობებში მოსახლეობის ხშირი მიმართვიანობის და პრობლემის აღმოსაფხვრელად სამინისტროს ბაზაზე ახალი  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური შეიქმნა. აღნიშნული სამსახურის ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, დარჩენილი ბარეთების დარიგება აღარ მოხდება.

რუსუდან ძიძიშვილი, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თავმჯდომარე: „ზესტაფონის მასშტაბით, სამინისტროსათვის გადაგზავნილ სიებში დარვევები მაღალი რაოდენობით იყო. ბოლოს გადაგზავნილი 4 727 ბენეფიციარიდან 2000 ათასი კვლავ პრობლემურ სიაში აღმოჩნდა. გამგეობებს რამდენჯერმე მიეცათ შანსი სიების დასაზუსტებლად, მაგრამ უშედეგოდ. ამ ეტაპზე კი, სიებში შესწორებების შეტანა დასრულდა და ბარათებს მხოლოდ ის ბენეფიციარები მიიღებენ, რომლების პირველადად გადაგზავნილ სიებში ზუსტი მონაცემებით იყვნენ, მაგრამ მათი ბარათები რაღაც მიზეზთა გამო გამორჩა, სავარაუდოდ, ასეთი მხოლოდ მცირე რაოდენობით იქნება. დანარჩენი ბენეფიციარებისათვის კი დამატებითი ბარათების დაბეჭდვა არ იგეგმება. რაიონულ გამგეობებს, რამდენჯერმე მიეცათ დამატებითი დრო სიების გამოსასწორებლად, მაგრამ, როგორც თავში აღვნიშნე, გადაგზავნილ სიებში კვლავ პრობლემები დაფიქსირდა. მიმდინარე წელს კი, ბარათების ბეჭდვა დასრულდა. ვინაიდან წელს საპილოტე წელი იყო, თავისთავად ახლდა ხარვეზები, იმედია, მომავალ წლებში სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს აღარ წავაწყდებით.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია