დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უნდა დარჩეს თუ არა საქართველოს პარლამენტი ქუთაისში?
2012/10/22 13:00:18

დღეს ამაზე მნიშვნელოვანი თემა ქუთაისელებისათვის არ არსებობს. ეს საკითხი საზოგადოების ყველა ფენაში, ყველა დონეზე აქტიურად განიხილება, მათ შორის - სოციალურ ქსელებშიც. ამ დღეებში Facebook-ის ერთ-ერთ გვერდზე დაიდო ტელეკომპანია „რიონის“ გენერალური დირექტორის თამარ ღვინიანიძის მოწოდება, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენადაც ეს კომენტარები საზოგადოებრივ აზრს მრავალი კუთხით წარმოაჩენს, გადავწყვიტეთ, მათი ნაწილი ჩვენი გაზეთის მკითხველსაც გავაცნოთ.

 

თამარ ღვინიანიძე: ახალგაზრდებო, გააქტიურდით. პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს. გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქი სასიკვდილო განაჩენს!!!

მაია ყუფარაძე: ქალბატონო თამილა, იქნებ დავიწყოთ აქტიური საზოგადოებრივი მოძრაობა რაღაც ფორმით, ან, ჩემი მოკრძალებული სურვილი არის, როგორმე, თავად პარლამენტარებთან დავაფიქსიროთ ეს მოსაზრება.

სერგო სანიკიძე: მეც ვუჭერ მხარს პარლამენტის ქუთაისში დარჩენას და ამ პოზიციას დავაფიქსირებ რეფერენდუმზე, რომელსაც ახალი მთავრობა ჩაატარებს პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ.

აჩიკო კვიცარიძე: პარლამენტამდე მკვდარი ვიყავით?

მაკა ფარქოსაძე: რომელი პარლამენტი, თავზე რომ გვენგრევა?

მაია ყუფარაძე: ვისაც როგორ უნდა, იმ ხედვით ხედავს...

აჩიკო კვიცარიძე: არაფერიც არ ინგრევა, ტყუილია, ჭორებს ყრიან. რა დაანგრევს იმას!..

მიშკა ხარაბაძე: არ გადააქვთ. თვითონ „ქართული ოცნების“ წევრებმაც თქვეს, რომ არ გადააქვს, ნუუ, წელსო.

ნიკ ბუაჩიძე: 6 თვე ვერსად გადაიტანენ, მაგრამ მერე არ ვიცი, ვნახოთ! ბიძინას ძალიან გაუჭირდა ეგრე ბიზნესცენტრიდან მართვა სიტუაციის  და იმიტო უნდა, რომ თბილისში დააბრუნოს პარლამენტი!

მაკა ფარქოსაძე: აუჰ!..

ნიკ ბუაჩიძე: პარლამენტს თვითონ ქუთაისმა გამოუტანა განაჩენი, როცა „მომავალში მილიონერს“ დაუჭირეს მხარი! არ არის ეგ ქალაქი არაფრის ღირსი! წყვდიადში იყო და იქნება! პარლამენტს საელჩოები მოჰყვებოდა,  ამერიკის და საფრანგეთის გარდა - ყველა, მაგრამ არჩევანი ხალხმა გააკეთა და ახლა ჭამეთ დემოკრატია...:)))

სერგო სანიკიძე: მთავრობა თუ თბილისში დარჩებოდა, ავტომატურად, საელჩოებიც აქ იქნებოდა, გადმოვიდოდა ის უწყებები, რაც უშუალოდ პარლამენტთან არის კავშირში.

ნიკ ბუაჩიძე: პრიბალტიკის საელჩოები - ყველა, სკანდინავიის... და პლუს გერმანია გადმოდის ქუთაისში, თუ ბიძინამ ხელი არ შეუშალა ამ ყველაფერს!

ნიკ ბუაჩიძე: ავტობანის მშენებლობით ორ საათში იქნება ნორმალური სიარულით, თბილისიდან ქუთაისამდე, ავტომობილი. ამერიკაში რო ვიყავი, ბრუკლინში ვცხოვრობდი და სამი თვე ქუინზში ვმუშაობდი, თითქმის ორი საათი ვუნდებოდი მისვლას.

სერგო სანიკიძე: პარლამენტის გადმოტანა ძალიან კარგია, მაგრამ მთლად მაგის იმედზეც ნუ იქნებით ქუთაისში. დასაქმებისთვის სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ამოქმედებაა საჭირო.

ნიკ ბუაჩიძე: სერგო, ინფრასტრუქტურის განვითარება მოჰყვება პარლამენტს. ბიზნესმენი რო ჩამოდის ქუთაისში, რამ უნდა დააინტერესოს? პარლამენტის აქ ყოფნით კი სერიოზული ინვესტიციის ჩადება იგეგმება! თუ ბიძინამ მაინც გადაწყვიტა პარლამენტის გადატანა, სავარაუდოდ, მოლოტოვის კოქტეილები „ქართული ოცნების“ ოფისს არ ასცდება...:))) ეს ისე, ხუმრობით.:)))

დიმიტრი მელაძე: პარლამენტს რაც შეეხება - პარლამენტი არის ქუთაისში და დარჩება ქუთაისში და ეს დემონსტრაციის და „არიქა, ვქნათ რაცხა“-ს გარეშეც ეგრე დარჩება! ბიძინა ამდენი ხანი პუტინის მარიონეტი იყო და ახლა მიშას, ევროკავშირის, ამერიკის და ნატოს მარიონეტია და ვერაფერს ვერ გადაწყვიტავს დამოუკიდებლად. ამაზე შეკამათება არ დამიწყოთ... ახსნა განმარტებას მოგცემთ ქართულ პოლიტიკაში განვითარებული ამბები...

მანუჩარ ქარსელაძე: ერთი მხრივ, კარგია, ქუთაისში პარლამენტი რო დარჩეს, მაგრამ მეორე მხრივ - ძალიან გაიზრდება მთელი აპარატის შესანახი ხარჯები, და, იმედია, გადასახადებს არ გაზრდიან.

მანუჩარ ქარსელაძე: „გადავარჩინოთ სასიკვდილო განაჩენს“ - რავა, ვინ ესროლა და მოკლა?:)))

ნიკ ბუაჩიძე: რატო გაიზრდება მთელი აპარატის შესანახი ხარჯები? თბილისში როცა იყო პარლამენტი, მაშინ იქ ჰაერზე იყვნენ?:))) ჟელეზნაია ლოღიკა...:)))

მანუჩარ ქარსელაძე: ლოგიკა თუ გაქ, უნდა მიხვდე, აქეთ რო გადმოვლენ, მათ, ხელფასის გარდა სასტუმროს თანხაც უნდა გადაუხადონ, რაც ცოტა არ დაჯდება და იქეთ-აქეთ სირბილი პლუს...

კოტე ცირეკიძე: დაახლოებით იგივე პონტია, New York-ელები ვაშინგტონიდან თეთრი სახლის გადმოტანას რო ითხოვდნენ, ან კრემლის პეტერბურგში გადატანაზე რომ იყოს საუბარი, რაიხსტაგის კელზემკრიხელში გადასვლაზე და ეიფელის კოშკის ნიცაში გადატანაზე.

კოტე ცირეკიძე: ორი აზრი არ არის, რომ ქუთაისში ყველა სფეროსთვის მომგებიანი იქნება პარლამენტის გადმოტანა, მაგრამ, მთლიანობაში, ეს ქვეყანას დააზარალებს.

ნიკ ბუაჩიძე: კოტე, რატო დააზარალებს ქვეყანას? თბილისის დეცენტრალიზაცია მოხდება! კომუნისტებმა იცოდნენ - ყველაფერი დედაქალაქში მოეთავსებინათ! აღარ ვცხოვრობთ კომუნიზმში, მაგრამ აზროვნება კი შერჩა ხალხს ეგეთი! მინისტრებმა აკეთონ საქმეები, ვინ უშლის ხელს? პარლამენტში კანონმდებლები სხედან და რა აზრი აქვს, სად ისხდებიან?

დიმიტრი მელაძე: „ორი აზრი არ არის, რომ ქუთაისში ყველა სფეროსთვის მომგებიანი იქნება პარლამენტის გადმოტანა, მაგრამ, მთლიანობაში, ეს ქვეყანას დააზარალებს.“ - კი, მაგრამ, ყველაფერს თუ წაადგება, ქვეყანას როგორ დააზარალებს? უბრალოდ, ლოგიკა ვერ გავიგე.

ეკონომიკურის გარდა, არის ისეთი საკითხები, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. გთხოვ, გაიხსენო, ანდა ნახო ის კომენტარები და მიზეზები, რის გამოც პარლამენტის თბილისიდან გატანაა საჭირო.

მანუჩარ ქარსელაძე: პარლამენტის მაგივრად სამინისტროების გადატანა აჯობებს.

ნიკ ბუაჩიძე: მანუჩარ, ღადაობ? პარლამენტის უკან დაბრუნება უნდათ და სამინისტროებს ვინ გაგიჩერებს აქ!

მანუჩარ ქარსელაძე: პარლამენტის შენობაში რო განთავსდეს ან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან თავდაცვის, მაგარი იქნება, ჩემი აზრით. იმედია, არ გამლახავთ ჩემი პოზიციის გამო. :)))

ქეთი დოლაბერიძე: კარგით რაა, რას გვათამაშებენ...  ხო დაერქვა, არა, პარლამენტი, ხოდა დარჩეს პარლამენტად... თამაშის დროა ახლა?

მაია ყუფარაძე: როგორი დისკუსიაც არ უნდა შედგეს, ალბათ, უპრიანი იქნება, იმ პიროვნებებიდან არგუმენტების მოსმენა, ვისი მხრიდანაც თავდაპირველად ეს იდეა წამოვიდა, შემდეგ კი - უკვე სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა.

მანუჩარ ქარსელაძე: სწორია, გეთანხმები.

ირაკლი ჯულაყიძე: პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა, სახელმწიფოსთვის (არა მარტო ქუთაისისთვის) უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება არის! მას პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა გააჩნია! ბატონი ძიძიგურის არგუმენტი, რომ სახელმწიფოს ამის ფუფუნება არა აქვს (ფინანსური), სასაცილოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ის თბილისში მეორე პარლამენტის გახსნას გვთავაზობს! ორი პარლამენტის შენახვა (თუნდაც შენობის) უფრო რენტაბელური ყოფილა, ვიდრე ქუთაისში მუშაობა! მაგრამ ბატონი ზვიადი მთელი ცხოვრება თბილისისკენ მიილტვოდა, დაიმკვიდრა ადგილი, სახლი, კარი, საძმაკაცო, ნაცნობი რესტორნები და სხვა, ანუ მოერგო კაცი, ახლა კი თხოვთ, ისევ სამტრედიაში დაბრუნდეს, იმ ფონზე, რომ სამტრედიიდან სამსახურში მოსვლას 20 წუთი უნდა! თბილისელი პარლამენტარების გარდა, რა, სვანეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, რაჭა, ლეჩხუმი, - ამათ რა, ბინები და წასვლა-წამოსვლის ხარჯები არ აქვთ? რამდენი თბილისელია პარლამენტში, ბოლო-ბოლო? არ უნდათ! ქუთაისი პროვინციად უნდა დარჩეს, სნობების თვალთახედვით! ერთმა პოლიტიკოსმა ისიც მითხრა, ქარხანა აეშენებინათ ამ ფულადო! ქუთაისს არ იცნობენ, აქ მუშები თითზე ჩამოსათვლელი გვყავს, აქ იმდენი ტვინის გადინება ხდება და ხდებოდა, რომ ამის დაშვება იმერეთს გაანადგურებს! პარლამენტი რომ მარტო სხდომები არ არის, კარგად მოგეხსენებათ! ამას ბევრი სიკეთე მოყვება! ჩვენი ურთერთობის ფორმატში ვერ მოხერხდება ყველა არგუმენტის მოყვანა, თუმცა ვიტყვი და დავაფიქსირებ, რომ მე მომხრე ვარ ქუთაისში პარლამენტის გადმოტანის და, მიუხედავად იმისა, რომ აქციებზე სიარულის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ (არც მცალია), პირველი გავიქცევი კარგი ქუთაისური, იუმორისტული ტრანსპარანტით!:))))(ეს ხუმრობით)...

გაგა ჩიხლაძე: ტყუილად ნერვიულობთ, პარლამენტი რომ გადაიტანონ, საჭიროა:

1. კონსტიტუციის შეცვლა, ამის უფლება კი არ აქვთ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავთ.

2. პარლამენტისთვის შენობა, ძველი შენობა, გაყიდულია და კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

ნელიკო გორგოძე: რას დაათრევენ ამ პარლამენტს იქეთ-აქეთ, ბარემ ზესტაფონში  გადაიტანონ,  არავის  დაწყდება გული.

 

IN Kutaisi-ის მიხედვით მოამზადა ქეთი ჩხეტიანმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია