დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხათუნა კალმახელიძემ ვანო მერაბიშვილს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა
2012/09/19 10:39:16

"მეცხრე არხისა" და "მაესტროს" მიერ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა, რომლებზეც ასახულია პატიმართა წამების ფაქტები გლდანის ციხეში, ქართული საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც გლდანის მერვე საპყრობილის წინ, ასევე ქუთაისის №2 საპყრობილესთან. აქციის მონაწილეები ყველგან ითხოვდნენ არამარტო ინცინდენტში მონაწილე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების დასჯას, არამედ უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას. გავრცელებულ კადრებს  გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც პირობა დადო, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები უმკაცრესად დაისჯებიან.

„მე ვარ ძალიან გაბრაზებული და სულით ხორცამდე ძალიან შოკირებული. ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, ეს არის შემზარავი აქტი ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამის ორგანიზატორია, ყველა, ვინც ამის განმახორციელებელია, ყველა, ვინც ეს ჩაიდინა და ყველა, ვინც ეს დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.

ის, ვინც იყვნენ პასუხისმგებლები, რომ ეს არ დაეშვათ, განთავისუფლებული იქნებიან სამსახურიდან. ხოლოდ, ისინი, ვინც ეს ჩაიდინა, მე გაძლევთ ამის სიტყვას, მრავალ წელს გაატარებს ციხეში.

გუშინვე სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახლიძემ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ კალმახელიძის განცხადებაშია აღნიშნული: “ჩემთვის უაღრესად შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამასთან დაკავშირებით მე მივმართე პრემიერ – მინისტრს ჩემი გადადგომის თაობაზე.
ჩემი მინისტრობის პერიოდში მე მაქსიმალურად შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული და რომ სასჯელაღსრულების სისტემა მაქსიმალურად შესაბამისობაში ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი, იმიტომ, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც მე ძალიან ვწუხვარ და არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი.
ადამიანურად მე ძალიან ვწუხვარ და მე მინდა ავიღო ადამიანური და რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.“  – აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით,  წამების აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შსს-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდა პატიმერთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე.

(სააგენტოებზე დაყრდნობით მოამზადა ბაია ირემაძემ)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია