დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბესიკ ადა­მია - პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნო­პო­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ
2012/09/10 14:36:47

„მივ­მარ­თავ პრე­ზი­დენტს, მხარი და­მი­ჭი­როს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, და­მახმა­როს თა­ვი­სი ად­ვო­კა­ტი და დად­გეს სა­მარ­თლის, კა­ნო­ნის მხარეს! არა­კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ცვლი­ლებებს ქვეყანა­ში წერ­ტი­ლი უნ­და და­ეს­ვას!“ - „P.S.“-თან საუბრი­სას აცხადებს ქუ­თა­ი­სის მკვიდ­რი ბესიკ ადა­მია.

 

იგი გა­სუ­ლი წლის დამ­ლევს ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტების მი­ერ ინი­ცი­რებულ წესს აპ­რო­ტეს­ტებს, რომ­ლის მიხედ­ვი­თაც, და­მო­უ­კი­დებელი მაჟორი­ტა­რობის კან­დი­დატ­მა ცეს­კო­ში მხარ­დამ­ჭერ­თა ხელ­მო­წე­რებთან ერ­თად, 5 ათა­სი ლა­რი უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს.

ადა­მია 1 ოქ­ტომბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებში ქუ­თა­ი­სის ?59 ერ­თმან­და­ტი­ან მაჟორი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტობის და­მო­უ­კი­დებელ კან­დი­და­ტად მო­ნა­წი­ლეობას გეგ­მავ­და.

მას ხელ­მო­წე­რები ჰქონ­და, მაგ­რამ დე­პუ­ტა­ტობის კან­დი­და­ტის მი­ერ 5 000 ლა­რი­ა­ნი დე­პო­ზი­ტის გან­თავ­სების და­მა­დას­ტუ­რებელი საბან­კო დო­კუ­მენ­ტი ვერ წა­რად­გი­ნა, სა­ა­მი­სო თანხა ვერ მო­აგ­რო­ვა.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა ცენ­ტრმა მო­ამ­ზა­და სარ­ჩე­ლი, რომ­ლის თა­ნახმა­დაც, მო­ქა­ლა­ქე ბესიკ ადა­მია სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის 116-ე მუხლის მე-7 ნა­წი­ლის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნობას ითხოვს.

ბესიკ ადა­მი­ამ სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში 27 ივ­ლისს შე­ი­ტა­ნა.

- კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში მო­ვითხოვთ, რომ სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე საბოლოო გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღებამ­დე სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის 116-ე მუხლის მე-7 ნა­წი­ლის სა­და­ვო დებულება შე­ა­ჩე­როს. წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში, მის­მა მოქ­მე­დებამ, შე­საძ­ლოა, მო­სარ­ჩე­ლის უფ­ლებას - სხვა სა­არ­ჩევ­ნო სუბიექ­ტებთან თა­ნაბარ პი­რობებში მი­ი­ღოს არ­ჩევ­ნებში მო­ნა­წი­ლეობა, გა­მო­უს­წო­რებელი ზი­ა­ნი მიაყენოს, - აცხადებენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლები.

ბესიკ ადა­მია სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სთხოვ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ჭიდ­როებულ ვა­დებში გა­ნეხილა სარ­ჩე­ლი, ვი­ნა­ი­დან დაგ­ვი­ა­ნება მის უფ­ლებებს ზი­ანს მიაყენებდა.

რო­გორც მან გა­ზეთ „P.S.“-ს გა­ნუცხადა, „გა­ვი­და პე­რი­ო­დი, სარ­ჩე­ლი დრო­უ­ლად არ გა­ნიხილეს და სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნი­დან ამოვ­ვარ­დი, გავხდი ქო­ნებრი­ვი ცენ­ზის მსხვერ­პლი.“

ის ჯერ კი­დევ ელო­დება კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი  სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლებას  და  ფარ-ხმა­ლის  დაყრას არ აპი­რებს.

მი­სი თქმით, ქდმ-ს წყალობით, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის უფ­ლება და­ირ­ღვა. ის მი­მარ­თავს ყვე­ლას, ამ უკა­ნო­ნობის წი­ნა­აღ­მდეგ ხმა ამო­ი­ღონ.

 

ნა­ნა ქვი­შა­რე­ლი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია